პედრო ლეონი: "კრისტიანოზე არ ინერვიულოთ"
"იმედი მაქვს, რომ შემდეგ მატჩში ყველა საგოლე მომენტს გამოვიყენებთ"......
"მოგებით ძალიან გახარებული ვარ. აიაქსი ძალიან კარგი გუნდია და ჩვენ მათი დამარცხება შევძელით, რაც მთავარია 3 ქულა მოვიპოვეთ."
"მე ვფიქრობ, რომ კრისტიანო რონალდო მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და მასზე არ უნდა ვინერვიულოთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ კრისტიანო მალე ფორმაში ჩადგება."
"მომავალ მატჩში ბევრად უკეთესად ვითამაშებთ, იმედია ამდენ მომენტებს ხელიდან აღარ გავუშვებთ და საგოლე მომენტებს გამოვიყენებთ. გუნდი ყოველ მატჩში უკეთესად თამაშობს. ჩვენ ნელ–ნელა ვძლიერდებით."
"დღეს ფანები სტვენის ნაცვლად ჩვენს გვერდით იყვნენ და გვამხნევებდნენ, ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, გულშემატკივრების მხარდაჭერა თითეული ფეხბურთელისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს."
ინფორმაციის წყარო As.com
- 16 სექტემბერი 2010
- 1 767
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.