დღის გეგმა ცნობილია - ფინალური ვარჯიში ენფილდზე და პრესკონფერენცია
მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს 26 ნოემბრის გეგმა გაწერილი აქვს.
„მერენგები“ ლივერპულში გაემგზავრებიან, სადაც მცირე შესვენების შემდეგ „ენფილდს“ ესტუმრებიან და ფინალურ ვარჯიშს სწორედ ამ არენაზე გამართავენ.
ასევე დაგეგმილია კარლო ანჩელოტისა და ერთ-ერთი ფეხბურთელის მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა და პრესკონფერენციის გამართვა.
შეგახსენებთ, „ლივერპული“ „რეალს“ ოთხშაბათს, 27 ნოემბერს, 23:55 საათზე უმასპინძლებს.
- 26 ნოემბერი 2024
- 75
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.