ჟოზე მოურინიოს პრესკონფერენცია
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ჟურნალისტებთან ვრცლად ისაუბრა...
ჟოზე მოურინიო კმაყოფილია მისი გუნდის თამაშით. ჟოზე აცხადებს, რომ გუნდს ბევრად უკეთესად შეუძლია თამაში, მაგრამ ამისთვის უფრო მეტი ვარჯიშებია საჭირო.
"ამ მატჩის მოსამზადებლად 10 ვარჯიში ჩავატარეთ. ხვალ ვარჯიშს ისევ დავუბრუნდებით. შემდეგი თამაში "რეალ სოსიედადთან" გვაქვს, ამ მატჩისთვის კიდევ ერთხელ ვივარჯიშებთ. ყოველ მატჩში ჩემი გუნდი უკეთესად თამაშობს. მინდა პერესს ვუთხრა, რომ ჩვენი ძალების ბოლომდე გამოყენებისთვის დრო გვჭირდება. იმედი მაქვს პრეზიდენტი მოთმინებას გამოიჩენს."
ჟოზემ აიაქსის მწვრთნელს უპასუხა. "მან განაცხადა, რომ ეს მატჩი ბავშვების და ფეხბურთელების თამაშს გავდა. ეს მართლაც ასეა, თუ გუნდში კარვალიო და კასილასი არ ითამაშებენ, მაშინ შეგვიძლია "რეალს" ბავშვების გუნდი ვუწოდოთ, რადგან ამ გუნდში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, ხაბი ალონსო კი მათი მამასავითაა."
"ჰოლანდიელებს ბურთის კონტროლის საშუალება არ მივეცით. ეს მათი სტილია, თუ ისინი ბურთს კარგად აკონტროლებენ, მაშინ თამაში მათი მოგებულია. ჩვენი შემტევი ფეხბურთელები ძალიან კარგად თამაშობდნენ, შევქმენით ბევრი სახიფათო მომენტი, კარისკენ ძალიან ბევრჯერ დავარტყით, მაგრამ მხოლოდ ორჯერ გაგვიმართლა."
"კრისტიანო ამ მატჩში ძალიან ნერვიულობდა, თუ მან ასე განაგრძო, სამქე ცუდად იქნება. ჯობია თამაშები მშვიდად ჩაატაროს და არ ინერვიულოს. ჩვენ ბევრი გოლების გატანას ვერ ვახერხებთ, მაგრამ მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვემ ძალიან კარგად ვითამაშეთ, მალიორკასთან, ოსასუნასთან და აიაქსის წინააღმდეგ. კარში ძალიან ხშირად ვურტყამდით, მაგრამ სამივე გუნდის მეკარეები ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან."
"არის მომენტები, როდესაც ერთ მატჩში 3 ან 4 გოლი გაგაქვს, მაგრამ ასეც ხდება, ძალიან გინდა გუნდს პასებით და გოლებით დაეხმარო, მაგრამა რაფერი არ გამოგდის. კრისტიანო ახლა სწორედ ასეთ სიტუაციაშია. იგი ამას მალე გადალახავს და გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდება."
"კარიმ ბენზემა ძალიან ნიჭიერი და ინტელიგენტი ფეხბურთელია. სათადარიგო სკამებიდან მატჩი ძალიან კარგად ჩანს. კარიმი ამ ყველაფერს კარგად ხედავს, ის სწავლობს თუ როგორი თამაშია საჭირო გუნდის დასახმარებლად. ფრნაგი ფორვარდი უნიჭიერესი ფეხბურთელია, საქმე იმაშია, რომ მან არ იცის როგორ უნდა ითამაშოს ისე, რომ გუნდს დაეხმაროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ბენზემა "ბერნაბეუზე" გაიბრწყინებს."
ინფორმაციის წყარო As.com
- 16 სექტემბერი 2010
- 2 304
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.