ვალვერდე:„ჩემი ოცნება ახდა, კაპიტნობა დიდი პატივია“
ფედერიკო ვალვერდემ „ლეგანესთან“ შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ ეს დღე მისთვის ისტორიულია.
„ძალიან მიხარია, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ და აქტივში მორიგი 3 ქულა ჩავიწერეთ, რამაც პირველ ადგილს უფრო დაგვაახლოვა. ახლა სხვაობა 4 ქულაა, მაგრამ ჩვენ 1 შეხვედრა რეზერვში გვაქვს.“
„კარიერაში პირველ „რეალი“ მოედანზე კაპიტნის რანგში გავიყვანე, ეს ჩემთვის ისტორიული დღეა. მე და ჩემი ოჯახი ამაზე დიდხანს ვოცნებობდით.“
„ჩემთვის დიდი პატივია ამ ინსტიტუტის წარმომადგენლობა. „რეალის“ არაერთი კაპიტნის გვერდით მითამაშია და ყველა შემთხვევაში ვიღებდი უდიდეს გამოცდილებას, ამისთვის მათ მადლობას ვუხდი.“
„მწვრთნელი ყოველთვის მეუბნება, რომ კარში ხშირად დავარტყა. გამიმართლა და დღეს ეფექტური გოლის გატანა შევძელი.“
„ვარჯიშებზე ვცდილობდი, მარჯვენა მცველად თამაშთან დაკავშირებით გარკვეული მითითებები მიმეღო. არ გამჭირვებია ახალი პოზიციის მორგება, რადგან ფსიქოლოგიურად ამისთვის მზად ვიყავი და სამწვრთნელო შტაბის ნდობაც მქონდა. რამდენიმე შეხვედრას ვუყურე, როდესაც ფლანგზე კარვახალი, ან ვასკესი იყვნენ, მათგან გარკვეული მანერები ავითვისე.“
- 25 ნოემბერი 2024
- 695
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.