სებალიოსი:„ვამაყობ, რომ ლა ლიგაში 100 მატჩი დამიგროვდა“
დანი სებალიოსმა „ლეგანესთან“ შეხვედრა შეაფასა.
„კარგი მატჩი გამოდგა, ჩვენ გეგმა შევასრულეთ და მორიგი 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში, რაც ძალიან გვჭირდებოდა.“
„ვამაყობ, რომ მადრიდის „რეალის“ მაისურით ლა ლიგაში მე-100 დაპირისპირება ჩავატარე, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან მსოფლიოს საუკეთესო კლუბის სადარაჯოზე ვდგვარ.“
„ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულის“ წინააღმდეგ ურთულესი შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს. ვეცდებით, ევროსარბიელისთვის კარგად მოვემზადოთ.“
„პირად დონეზე კმაყოფილი ვარ და მივიჩნევ, რომ გუნდს გამარჯვების მიღწევაში დავეხმარე.“
„ვულოცავ ფედერიკო ვალვერდეს, მან კაპიტნის სამკლაური მოირგო. დარწმუნებული ვარ, ურუგვაელი ფეხბურთელი ამ გუნდს კიდეც ბევრჯერ უკაპიტნებს.“
- 25 ნოემბერი 2024
- 240
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.