სებას მე-100 ლა ლიგაში
დანი სებალიოსმა ლა ლიგაში საიუბილეო დაპირისპირება ჩაატარა.
ესპანელმა ფეხბურთელმა მადრიდული გუნდის მაისური მხოლოდ შიდა ჩემპიონატში მეასედ მოირგო.
„ლეგანესთან“ დაპირისპირების შემდეგ, ფლორენტინო პერესმა ნახევარმცველს საიუბილეო, 100 ნომრიანი მაისური უბოძა.
აღსანიშნავია, რომ დანის ლა ლიგა 2-ჯერ აქვს მოგებული, ჩატარებული 100 მატჩიდან კი 73-ჯერ გამარჯვებას მიაღწია.
გუნდები, რომლებსაც სებალიოსი ყველაზე ხშირად უპირისპირდებოდა „ბეტისი“, „ალავესი“ და „სელტა“ არიან, ყველა შემთხვევაშია, შუახაზელი 7-ჯერ გამოჩნდა მოედანზე.
რაც შეეხება საერთო სტატისტიკას, სებას ანგარიშზე „მერენგების“ მაისურით 154 შეხვედრა და 15 ტიტულია.
- 25 ნოემბერი 2024
- 161
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.