„ბარსელონამ“ ქულები დაკარგა
კატალონიის „ბარსელონამ“ ვიგოს „სელტასთან“ დაპირისპირებაში ქულები დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ჰანსი ფლიკის გუნდი 2 ბურთიანი სხვაობით იგებდა, შეხვედრის მიწურულს მასპინძლებმა 2 გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.
`„ბალაიდოსზე“ გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში ვიგოელთა მხრიდან მსაჯის მიმართ უდიდესი უკმაყოფილება იყო, ვინაიდან ერთ შემთხვევაში ძალიან საკამათო პენალტი არ დაიდო, ტაიმის მიწურულს კი ფლიკის შეგირდი მეორე ყვითელ ბარათს და გაძევებას იმსახურებდა, თუმცა არბიტრმა დაინდო, რამაც საბოლოო ჯამში იაგო ასპასის აღშფოთება და ესპანელის გაფრთხილება გამოიწვია.
მე-14 ტურის თავზე კატალონიელთა აქტივში 34 ქულაა, „რეალი“ კი დღეს „ლეგანესთან“ ითამაშებს და ეცდება, რომ 30 ქულა მოიპოვოს.
ამას ემატება „ვალენსიასთან“ გადადებული შეხვედრა, რომლის მოგების შემთხვევაშიც, კატალონიურ გრანდთან სხვაობით 1 ქულამდე შემცირების შანსი იქნება.
ის, რომ „ბუტარკეზე“ ანჩელოტის გუნდმა უნდა გაიმარჯვოს, ფაქტია, დანარჩენს კი შეხვედრა გვიჩვენებს.
- დღეს, 10:00
- 160
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.