ანჩელოტი:„წინ დიდი მატჩები გველის, ჩვენ ოპტიმისტურ განწყობაზე ვართ“
კარლო ანჩელოტიმ „ლეგანესთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ნაკრებებიდან დაბრუნებული ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ. მიხარია, რომ დაზიანება არცერთ არ აქვს. პრობლემა ამ მხრივ არ არსებობს.“
„ვალვერდე მარჯვენა მცველად და ასენსიო დაცვის ცენტრში? ეს არ არის საბოლოო განლაგება, ვინაიდან ვარჯიშებზე ახალი სქემებიც მოვსინჯეთ.“
„აკადემიის ფეხბურთელებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ვფიქრობ, ამ რთულ მომენტში მათი როლი გაიზრდება.“
„მბაპეს მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, მისგან ძალიან კარგ თამაშებს ველი.“
„მბაპეს და ვინისიუსს არ აქვთ ფიქსირებული როლები, ისინი თავდასხმაში პოზიციებს ხშირად ცვლიან და ასე გაგრძელდება მომავალშიც.“
„კილიანის ფსიქოლოგიური პრობლემები? რა სისულელეა, ის ოცნების კლუბში მოხვდა.“
„ყოველთვის ვცდილობ, მოედანზე საუკეთესო თერთმეტეული გავიყვანო. ჩვენ ბევრ ტურნირზე ვიბრძვით.“
„ბრაჰიმ დიასმა ნაკრებშიც აჩვენა, რომ შესანიშნავ ფორმაშია, მას შეუძლია, როგორც თავდასხმის, ასევე ნახევარდაცვის დახმარება. დარწმყუნებული ვარ, მომდევნო შეხვედრებში დიასის როლი დიდი იქნება.“
„ზამთრის ტრანსფერები? ამას დეკემბრის ბოლოს შევაფასებთ.“
„ჩემი თანამდებობა? ვინც ფიქრობს, რომ უნდა გამიშვან, ვეცდები ყველას დავუმტკიცო ჩემი შესაძლებლობები და უნარი, რომ სიტუაციის შეცვლის პრობლემა არასდროს მქონია.“
- გუშინ, 23:17
- 268
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.