70 მილიონი - მოდრიჩის შემცვლელი „რეალმა“ შეარჩია

ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალს“ ლუკა მოდრიჩის შემცვლელი ნაპოვნი ჰყავს და 70 მილიონიან გარიგებაზე საუბარს იანვრიდან გეგმავს.

ნიკოლო ბარელა სამეფო კლუბის რადარზეა და ფლორენტინო პერესს სურს, რომ ნახევარმცველი მადრიდისტა გახდეს.

ბარელას საფეხბურთო ინტელექტი მადრიდში ძალიან მოსწონთ, ამას ემატება გამოცდილება, რომელიც იტალიელმა ფეხბურთელმა როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში უხვად მიიღო.

მილანის „ინტერის“ ფეხბურთელის სანაცვლოდ ფლორენტინო პერესი 70 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

არსებული ინფორმაციით, „ნერაძურის“ ხელმძღვანელობას მეტის მიღება სურს, მაგრამ ყველაფერი მოლაპარაკებების წარმოების შემდეგ გამოიკვეთება.

რაც შეეხება მოდრიჩს, ხორვატ ფეხბურთელს „მერენგებთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. მადრიდში მიიჩნევენ, რომ ეპოქის დასრულება ახლოვდება, მაგრამ ბარელას საჭიროება გუნდში იმ შემთხვევაშიც იქნება, თუ ლუკიტა კიდევ 1 წლით გაახანგრძლივებს.


1

1 hour above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 228

ერთი ნახევარმცველი არ არის საკმარისი, მითუმეტეს ბარელას დონის


2

1 hour above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 24

Iniesta tu gvishvelis amis shemdeg mara mgonia ro ea arda magari darcheba kai sayrdeni gvinda an caze an makelele chuameni ufro pogbaa AMAs winat vigacam dawera da vetanxmebi

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)