როდრი „რეალის“ რადარზე არ არის
მას შემდეგ, რაც როდრის ინტერვიუ გამოქვეყნდა, არაერთმა გამოცემამ დაწერა, რომ ფლორენტინო პერესი ოქროს ბურთის მფლობელის კანდიდატურით ინტერესდება.
„მარკას“ ცნობით, როდრი „რეალის“ რადარზე არ არის და ასე რომც ყოფილიყო, სიტუაცია ახლა ნამდვილად შეიცვლებოდა, ვინაიდან ვინისიუს ჟუნიორის ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა, შემდეგ კი ესპანელი ფეხბურთელის განცხადებებმა, მხარეები ბოლომდე დააშორა ერთმანეთს.
ასევე გასათვალისწინებელია როდრის ასაკი, უმძიმესი ტრავმა და სხვა ფაქტორები.
„რეალი“ აუცილებლად გააძლიერებს ნახევარდაცვას, შესაძლოა არა ერთი, არამედ ორი ფეხბურთელითაც, მაგრამ პერესის პრიორიტეტი არ იქნება როდრი და ეს საკითხი ბერნაბეუზე დახურულია.
- დღეს, 11:44
- 116
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.