გვარდიოლას შემდეგ ანჩელოტი - „სიტის“ ხელმძღვანელობის მიზნები!
ინგლისური გამოცემების ცნობით, მანჩესტერ „სიტის“ ხელმძღვანელობა შორსმჭვრეტელი გეგმები აქვს.
„ქალაქელებმა“ ხოსეპ გვარდიოლასთან კონტრაქტი სულ ახლახანს გააგხანგრძლივეს, იქამდე კი მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა.
არაერთხელ დაიწერა, რომ პეპს სეზონის ბოლოს კლუბის და მთლიანად პრემიერლიგის დატოვება სურდა, მაგრამ მანჩესტერელებმა მისი დაყოლიება შეძლეს.
ამ ყველაფრის პარარელურად, „სიტის“ ხელმძღვანელობა კარლო ანჩელოტისთან თანამშრომლობას განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ გვარდიოლას ანჩელოტი კარგად ჩაანაცვლებდა.
რა ხდება ახლა? პეპი ინგლისში რჩება, მაგრამ ცოტა ხნით, „ქალაქელები“ კი ანჩელოტის კანდიდატურას არ დაივიწყებენ და იტალიელთან თანამშრომლობის პერსპექტივას მომავალში განიხილავენ.
თავის მხრივ, მადრიდული გამოცემები იუწყებიან, რომ 2025 წლის ივნისში კარლიტო „მერენგებს“ დაემშვიდობება.
- დღეს, 11:32
- 168
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.