გადაწყდა - ის „რეალს“ ტოვებს!
მადრიდის „რეალის“ გენერალური დირექტორი ფლორენტინო პერესს შეხვდა და გუნდში არსებულ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ დანი სებალიოსი აშკარა უკმაყოფილებას გამოთქვამს და გამალებით მოითხოვს კლუბის დატოვებას.
მადრიდული გამოცემების ცნობით, სეზონის ბოლოს ესპანელი ფეხბურთელი ბერნაბეუს დაემშვიდობება.
არ აქვს მნიშვნელობა, დარჩება თუ არა მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტი. სებალიოსს დარჩენა არ სურს და მიიჩნევს, რომ კლუბიდან წასვლის შემთხვევაში, ესპანეთის ნაკრებში დაბრუნების პერსპექტივაც გაუჩნდება.
მაღალი ალბათობით, სება კარიერას „ბეტისის“ რიგებში განაგრძობს.
- დღეს, 11:26
- 358
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.