ჰაკიმის საკითხი დაიხურა
აშრაფ ჰაკიმის მადრიდის „რეალში“ გადასვლის პერსპექტივა აღარ არსებობს.
თუ 1 კვირის წინ არსებობდა ვარაუდი, რომ მაროკოელი ფეხბურთელი კონტრაქტს ამოწურავდა და „პსჟ“-ს ამის შემდეგ მაინც დატოვებდა, გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ფლანგის მცველი ალ ჰელაიფის გუნდთან კონტრაქტს ახანგრძლივებს.
ახალი ხელშეკრულების მიხედვით, კანტერანო პარიზში 2029 წლის 30 ივნისამდე დარჩება და გაიზრდება მისი შემოსავალიც.
ამასთან ერთად დასრულდა კილიან მბაპეს ოცნება, რომელიც აშრაფის საუკეთესო მეგობარია და მოთამაშის ბერნაბეუზე დაბრუნებაზე ოცნებობდა.
- დღეს, 11:22
- 375
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.