რონალდო:„ეს „რეალში“ არასდროს ხდებოდა, რაც ფეხბურთელებზე ცუდად მოქმედებდა“

რონალდო ნაზარიომ განვლილი წლები გაიხსენა და ბევრ საინტერესო ფაქტს გაუსვა ხაზი.

„ჩემთვის, როგორც „ინტერი“, ასევე „ბარსელონა“, „რეალი“, „მილანი“ და სხვა გუნდები ისტორიის შემადგენელი ნაწილები არიან.“

„კარიერა, რომელიც „ინტერში“ მქონდა, მართლაც გარდამტეხი აღმოჩნდა, მაგრამ ტრავმების მხრივ ურთულესი პერიოდი გავიარე.“

„მიხარია, რომ ახლა „შავ-ლურჯებს“ სიმონე ინძაგი წვრთნის, რომელმაც გუნდს იდენტობა დაუბრუნა. ეს არის ზუსტი მექანიზმი, რომელიც გამოხატავს იტალიური კლუბის სტილს, მანერას და ისტორიას. ვფიქრობ, მილანელებს გაუმართლათ, რომ სიმონე მათთან მუშაობს.“

„როდესაც „ინტერში“ ვთამაშობდი, თითოეულ გოლს უდიდესი სიხარული მოყვებოდა, გამარჯვებას კი საოცარი ოვაციები.“

„რაც შეეხება „რეალს“, ამ გუნდში ყველაზე დიდი მოთხოვნებია და არსებობს სტანდარტი, რომელიც უნდა დაიცვა, სხვა შემთხვევაში, გუნდიდან გაგიშვებენ. მე ვიტანდი, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ისევე როგორც გამარჯვება, ვინაიდან სამეფო კლუბის ფანები მოედნის 3 ქულით დატოვებას მიჩვეულები იყვნენ.“

„კმაყოფილება „ბლანკოსში“ არ არსებობდა რაც ფეხბურთელებზე მაშინ ცუდად მოქმედებდა, თუმცა შემდეგ გავიდა რამდენიმე წელი, „მერენგებს“ სათავეში ჩაუდგა ჟოზე მოურინიო და დაიწყო აღზევების ეპოქა, რომელიც დღემდეც გრძელდება.“

„ის, რომ „რეალში“ ტიტულებით ვერ კმაყოფილდებიან, დღევანდელ ფეხბურთელებზე კარგად მოქმედებს, რადგან მათ იციან, რომ მუდმივად უნდა გაიმარჯვონ, თუმცა იმ ეპოქაში ასე არ იყო.“

„„მილანში“ გადასვლა? ეს იყო ბოლო ნაბიჯი, რის შემდეგაც ჩემმა კარიერამ დაღმასვლა დაიწყო და მივხვდი, რომ ეტაპობრივად მივდიოდი კარიერის დასრულებისკენ, თუმცა „ჯუზეპე მეაცაზე“ „როსონერის“ მაისურითაც ბევრი საინტერესო გოლის გატანა შევძელი.“

„ვამაყობ ჩემი კარიერით და მჯერა, რომ ბევრ ფეხბურთელს მივეცი მაგალითი.“


1

21 ნოემბერი 2024 10:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 630

პსვ-დან მახსოვხარ, შენნაირი არავინ არ იყო რონი, ჩემი ბავშობის კერპი ხარ


2

21 ნოემბერი 2024 11:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 896
21 ნოემბერი 2024 10:12, Batumski says:

პსვ-დან მახსოვხარ, შენნაირი არავინ არ იყო რონი, ჩემი ბავშობის კერპი ხარ

პსვს გულშემატკივარი ვარ ჰოლანდიაში მაგის გამო მაგ დროიდან, და ნისტელროი რო იყო


3

21 ნოემბერი 2024 14:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 189

Magari iyo es dzalian saswauli??


4

21 ნოემბერი 2024 20:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 413

ყოველთვის მაგარი იყავი კიჭა და მართლაც ფენომენი ხარ.რეალში გქონდა ყველაზე მაგარი პერიოდი,მაგრამ სამწუხაროდ ტრამვებმა არ გაცალა სრულად გახსნა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (181)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)