„ბაიერნის“ კიდევ 1 ვარსკვლავი მადრიდის „რეალში“
გერმანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ „ბაიერნის“ კიდევ ერთ ფეხბურთელზე ნადირობს და ფლორენტინო პერესის მიზანი მხოლოდ ალფონსო დეივისი არ არის.
არსებული ცნობით, სამეფო კლუბი მოხიბლულია პერსპექტივით, იოზუა კიმიჰი უფასოდ დაიმატოს.
გერმანელმა ფეხბურთელმა „რეკორდმაისტერის“ ხელძღვანელობას აცნობა, რომ ბუნდესლიგაში დარჩენას აღარ აპირებს და მისი 10 წლიანი კარიერა „ბაიერნში“ დასასრულს უახლოვდება.
კიმიჰზე პრეტენზიას „ბარსელონაც“ აცხადებს, ასპარეზზე გამოსულია ტურინის „იუვენტუსიც“, მაგრამ თუ მოთამაშე ბერნაბეუზე თამაშობს მოინდომებს, „რეალი“ მას 3 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს.
კიმიჰი თებერვალში 30 წლის ხდება, თუმცა მისი უფასოდ დამატება „ბლანკოსისთვის“ მართლაც ხელსაყრელი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იანვრიდან ფლორენტინო პერესის წარმომადგენლობა ოფიციალურ მოლაპარაკებებში ჩაერთვება.
- 19 ნოემბერი 2024
- 2 231
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.