„რეალმა“ ვარჯიში განაახლა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა სამდღიანი დასვენების შემდეგ ვარჯიში განაახლეს.
კარლო ანჩელოტიმ გუნდი ბაზაზე შეკრიბა და „ლეგანესთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაიწყო.
თავდაპირველი გახურებისა და ფიზიკურ კონდიციებზე ზრუნვის შემდეგ, ფეხბურთელებმა დიდი დრო და ყურადღება დაუთმეს ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმებს, პრესინგს და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
შეკრებაზე რამდენიმე კანტერანოც გამოცხადდა, მათ შორის რაულ ასენსიო, რომელიც „ლეგანესთან“ შეხვედრაში სასტარტოში განიხილება.
სესიაში მონაწილეობა არ მიუღია ედუარდო კამავინგას, რომელიც უკვე მადრიდშია, მაგრამ ისვენებს, ის გუნდს სამშაბათის სესიაზე შეუერთდება.
- 18 ნოემბერი 2024
- 67
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.