ანჩელოტი ენდრიკ ფელიპეს წლის ბოლომდე 300 წუთს დაპირდა
ესპანური გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტი ენდრიკ ფელიპეს მზადებით და კონცენტრაციით კმაყოფილია.
„რეალს“ დეკემბრის ბოლომდე ძალიან ბევრი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი, გუნდი ფაქტობრივად 3 დღეში ერთხელ გავა მოედანზე, ანჩელოტის კი როტაციები აუცილებლად მოუწევს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იტალიელმა სპეციალისტმა ენდრიკ ფელიპეს უთხრა, რომ სათამაშო დროს მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს. მეტიც, კარლო ფელიპეს დაპირდა, რომ 300 წუთამდე დროს მიიღებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კარლო ენდრიკის გამოყენებას „ლეგანესის“ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში აპირებს.
იმ ფონზე, რომ ფეხბურთელი ფაქტობრივად უთამაშებელია, 1 თვის ჭრილში 300 წუთი სულაც არ იქნება ცუდი შედეგი.
- 18 ნოემბერი 2024
- 713
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.