„მანჩესტერის“ ახალი მწვრთნელი „რეალის“ ვარსკვლავში 130 მილიონს იხდის
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მანჩესტერ „იუნაიტედში“ ძალიან სერიოზული ცვლილებები იწყება. ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა სასურველი ფეხბურთელების სია გუნდის ხელმძღვანელობას გააცნო.
არსებული ცნობით, „ოლდ ტრაფორდს“ მომდევნო ზაფხულს მინიმუმ 10 ფეხბურთელი დატოვებს და შესაბამისი შევსებაც იქნება.
რუბენ ამორიმის ერთ-ერთი სიმპატია მადრიდელი როდრიგო გოეშია და მანჩესტერულ კლუბში მიაჩნიათ, რომ ფეხბურთელის დამატება 130 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.
ამორიმის აზრით, როდრიგოს ტექნიკური მახასიათებლები, მის ახალ ტაქტიკაში საკმაოდ კარგად ჩაჯდება და „წითლებმა“ ამ შეთანხმებისთვის უნდა იბრძოლონ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გოეშის ტრანსფერის გამო, „იუნაიტედი“ შეთანხმების სანაცვლოდ და ფინანსების შესამცირებლად ერთ-ერთი ფეხბურთელის დათმობასაც განიხილავს.
- 17 ნოემბერი 2024
- 2 256
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.