სებალიოსი ისევ „ბეტისზე“ ფიქრობს
დრო გადის, დანი სებალიოსს ასაკი ემატება, მაგრამ ვერ იმატებს ესპანელი ფეხბურთელის სათამაშო დრო.
„მარკას“ ცნობით, ნახევარმცველს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი სამეფო კლუბის რიგების დატოვება.
იმ ფონზეც კი, როდესაც „მერენგების“ ნახევარდაცვაში პრობლემებია, სებას სათამაშო დრო არ ეძლევა.
ამ სეზონში დანიმ მოედანზე სულ 17 წუთი გაატარა, აქედან 7 წუთი ლა ლიგაში, 8 წუთი ჩემპიონთა ლიგაზე და 2 წუთი ევროპის სუპერთასის ფინალში.
დანი ფაქტობრივად უფუნქციოდ არის დარჩენილი, „ბეტისი“ კი მასზე წელიწადნახევარია ოცნებობს.
ფეხბურთელის ბერნაბეუს დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ანდალუსიური კლუბი კი იანვრის სატრანსფერო მარკეტის გახსნას ელოდება.
- 17 ნოემბერი 2024
- 240
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.