საკითხი ამოწურულია

სერხიო რამოსთან დაკავშირებით მადრიდის „რეალში“ საკითხი ამოწურულია.

მიუხედავად იმისა, რომ დირექტორთა საბჭოში ლეგენდის დაბრუნებას არაერთი მხარდამჭერი ჰყავს, რამოსის იდეა არ მოსწონს ფლორენტინო პერესს და კლუბის გენერალურ დირექტორს.

„ბლანკოსში“ გათვლა გაკეთდება რაულ ასენსიოზე, იანვრის სხვა პოტენციურ ტრანსფერებსა და ასევე სხვა კანტერანოებზე.

„რეალში“ მიიჩნევენ, რამოსის დაბრუნება სწორი გადაწყვეტილება არ იქნება. მეტიც, დიდი ისტორია, რომელიც ესპანელმა უკვე დაწერა, ხელშეუხებელი უნდა იყოს.

კარლო ანჩელოტი სესიებზე დიდ ყურადღებას უთმობს კასტილიელ მცველებს და ეცდება, იდეალური გამოსავალი სწორედ მათში იპოვოს.


1

17 ნოემბერი 2024 17:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 630

იანვარში არავინ რომ არ დაიმატო, იცოდე რომ ეს სეზონი ჩავარდნილია. თუ ვინმეს იმატებ კარგი, მაგრამ თუ არავინ არ იმატებ და სერხიოსაც ასე ტოვებ, არ ვიცი მაშინ რამდენად სწორია ეს საქციელი.


ისე ამ ასენსიოს იმედი მეც მაქვს, საკმაოდ კარგად მანევრირებდა.


2

17 ნოემბერი 2024 21:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 431

გაუგებარია, მაგრამ ალბათ უფრო პრინციპის საკითხია პაპა ფლორესთვის. როგორც მახსოვს ხელფასზე ვერ შეთანხმდნენ თავის დროზე, ალბათ არ უნდა რომ პრეტენზიული ფეხბურთელების გუნდში დაბრუნების პრეცედენტი გაჩნდეს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (186)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)