„რეალში“ ურთულესი კალენდარი იწყება
სანაკრებო ბატალიები ცოტა ხანში სრულდება, „რეალი“ კი ვარჯიშს ხვალიდან განაახლებს. გუნდი სამშაბათს 80%-ით იქნება შევსებული, ხოლო ოთხშაბათიდან სრული დატვირთვით დაიწყებს ვარჯიშს. კალენდარი, რომელიც ანჩელოტის გუნდს აქვს მართლაც დამაფიქრებელია.
წლის ბოლომდე „მერენგებს“ 9 თამაშის ჩატარება მოუწევთ, რაც ძალიან ბევრია და ნიშნავს იმას, რომ „რეალი“ მოედანზე ფაქტობრივად 3 დღეში ერთხელ გავა.
24 ნოემბერს, 21:30 საათზე „რეალი“ „ლეგანესს“ ესტუმრება
27 ნოემბერს 23:55 საათზე „მერენგები“ ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულს“ დაუპირპისრდებიან.
1 დეკემერს 19:15 საათზე სამეფო კლუბი ლა ლიგაში „ხეტაფეს“ უმასპინძლებს.
4 დეკემბერს 23:55 საათზე ანჩელოტის გუნდი „სან მამესზე“ ადგილობრივ „ბილბაოსთან“ გაარკვევს უძლიერესის ვინაობას.
7 დეკემბერს „ბლანკოსი“ კატალონიაში გაემგზავრება და „ჟირონას“ სტადიონზე ითამაშებს.
10 დეკემბერს „მერენგები“ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდებიან და ბერგამოში „ატალანტასთან“ ითამაშებენ.
13, 14 ან 15 დეკემბერს (დასაზუსტებელია) „ბლანკოსი“ „რაიო ვალეკანოს“ ესტუმრება.
18 დეკემბერს „რეალი“ ინტერკონტინენტალის თასზე გადაერთვება, სადაც ფინალს ითამაშებს.
21, 22 ან 23 დეკემბერს „ბლანკოსი“ 2024 წლის ბოლო დაპირისპირებას „სევილიას“ წინააღმდეგ ბერნაბეუზე გამართავს.
როგორც ხედავთ კალენდარი ძალიან მომთოვნი იქნება, სადაც „ბლანკოსს“ წარმატების მიღწევა მართებს, რათა დარჩეს როგორც ლა ლიგისთვის ბრძოლაში, ასევე გაიუმჯობესოს პოზიცია ჩემპიონთა ლიგაზე.
- 17 ნოემბერი 2024
- 1 106
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.