ჯონათან ტა „ლევერკუზენთან“ კონტრაქტს არ ახანგრძლივებს
გერმანული გამოცემების ცნობით, „ლევერკუზენმა“ ჯონათან ტას კონტრაქტის გახანგრძლივება კიდევ ერთხელ შესთავაზა, მაგრამ ამაოდ.
გერმანელ ფეხბურთელს ბუნდესლიგაში დარჩენა აღარ სურს, მადრიდულ გრანდს კი მისი უფასოდ დამატების პერსპექტივა ძალიან ხიბლავს.
ტა ალონსოს ერთ-ერთი ფავორიტია და იცის, რომ თუ ჩაბი ბერნაბეუზე იმუშავებს, ჯონათანის შანსიც მნიშვნელოვნად გაიზრდება.
„რეალში“ გერმანელი უკანახაზელის კანდიდატურას საკმაოდ სერიოზულად განიხილავენ, თუმცა ის ტოპ პრიორიტეტებში ამ ეტაზე არ არის.
ახლა ფლორენტინოს მთელი ყურაღება აიმერიკელ ლაპორტის ტრანსფერზეა გამახვილებული, რომელიც იანვარში უნდა შედგეს.
- 17 ნოემბერი 2024
- 307
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.