პერესი ყურადღებას ესპანელ ფეხბურთელებზე გაამახვილებს
დიდხნიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ნაკრებში დაფიქსირდა პრეცენდენტი, როდესაც არცერთი მადრიდისტა არ არის გამოძახებული.
კარვახალი ტრავმირებულია, ნაჩეტე წავიდა, სებალიოსს დიდი ხანია „ფურია როხას“ რიგებში ადგილი აქვს დაკარგული, ისევე როგორც ფრან გარსიას.
ფაქტია, რომ „რეალში“ ესპანელების ნაკლებობაა და ფლორენტინო პერესი ამ მიმართულებით მუშაობას აპირებს.
გარდა იმისა, რომ კანტერანო რაულ ასენსიოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება იგეგმება, „რეალი“ მუშაობას ლაპორტის ტრანსფერზე, მადრიდელთა რადარზე ასევე არის სუბიმენდი, რომელიც ლუის დე ლა ფუენტეს ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია.
გუნდში ესპანიზაცია არ იწყება, თუმცა მადრიდში ხვდებიან, რომ ადგილობრივ ფეხბურთელებზე მეტი ფსონის დადება მომგებიანი იქნება.
- 16 ნოემბერი 2024
- 888
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.