ალფონსო დეივისის მომავალი 100%-ით გადაწყვეტილია!
გერმანული და ესპანური გამოცემების ცნობით, ალფონსო დეივისი წინა დღეებში მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას შეხვდა.
კანადელმა ფეხბურთელმა „რეკორდმაისტერს“ აცნობა, რომ მისთვის ბოლოს შეთავაზებული კონტრაქტიც მიუღებელია და სეზონის ბოლოს ბუნდესლიგას ტოვებს.
ალფონსომ გადაწყვიტა, რომ მადრიდის „რეალის“ მაისური მოირგოს, ის სამეფო კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და სატრანსფერო ბონუსის სახით 20 მილიონ ევრომდე მიიღებს.
რაც შეეხება შეთანხმებას მადრიდისტებთან, ფლორენტინო პერესი დეივისს 6 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს.
- 15 ნოემბერი 2024
- 1 554
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.