ფედე:„ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ჩანს“
ფედერიკო ვალვერდე ურუგვაის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს. ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ნახევარმცველმა სამეფო კლუბში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
„როდესაც „რეალი“ აგებს, მაშინვე განგაში ტყდება. მსგავსი რამ ადრეც მომხდარა, მაგრამ სეზონი სამეფო კლუბის წარმატებით დასრულებულა.“
„ჩვენ წავაგეთ „ელ კლასიკო“, თანაც ძალიან ცუდი ანგარიშით, რამაც გულშემატკივრების განსაკუთრებული განრისხება გამოიწვია, ამას კი „მილანთან“ შეხვედრა და მორიგი ფიასკო მოჰყვა.“
„მერწმუნეთ, ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ლა ლიგაში აბსოლუტურად რეალურ შანსებს ვფლობთ, ჩემპიონთა ლიგაზე კი მეტ კონცენტრაციას გავაკეთებთ და ვეცდებით, რომ მე-5 და მე-6 ტურის თავზე გაცილებით უკეთესი შედეგები გვქონდეს.“
„„ლივერპული“ ურთულესი მეტოქე იქნება, მაგრამ ჩვენი მოტივაცია იმდენად დიდია, რომ ნებისმიერი წინააღმდეგობის დაძლევას მოვახერხებთ.“
- 14 ნოემბერი 2024
- 663
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.