„მადრიდის რეალი“ VS „ამსტერდამის აიაქსი“-Preview

თარიღი: 15/09/2010

დრო: 22:45 (თბილისის დროით )

მსაჯი: დამირ სკომინა

ადგილი: მადრიდი, ესპანეთი

სტადიონი: Estadio Santiago Bernabeu

ტევადობა: 80 354

მასპინძელი: "მადრიდის რეალი" (ზედმეტსახელი: "ბლანკოსები", "თეთრები" და ა.შ.)

მოწინააღმდეგე: "ამსტერდამის აიაქსი"

სრული სახელი: "Amsterdamsche Football Club Ajax"

ზედმეტსახელი: Godenzonen (ღმერთის შვილები) ,Ajacieden, de Joden (ებრაელები), de Amsterdammers (ამტერდამელები).

დაარსების წელი: 1900 წლის 18 მარტი

კლუბის პრეზიდენტი: ური კორონელი

მთავარი მწვრთნელი: მარტინ იოლი


კლუბის მიღწევებზე არ გავჩერდები, ვინაიდან ამაზე სამ ნაწილიანი სტატია დაიწერა (სახელწოდებით "აიაქსის" ისტორია" , რისთვისაც ჩემგან დიდი მადლობა wishmaster–ს). შეგიძლიათ ეს სტატიები ამ ლინკებზე იხილოთ:

"აიაქსის" ისტორია (ნაწილი პირველი)

"აიაქსის" ისტორია (მაწილი მეორე)

"აიაქსის" ისტორია (ნაწილი მესამე)

„მადრიდის რეალი“ ბოლო რვა წლის მანძილზე უკვე მერამდენედ იწყებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს იმ იმედით, რომ ამ ეტაპზე მაინც მიაღწევს სანატრელ მიზანს და მეათეჯერ აღმართავს თავს ზევით ამ მეტად მნიშვნელოვან თასს... მაგრამ რათ გინდა, უკვე მერვე წელიც მალე მიიწურება , რაც „ბლანკოსებს“ თასის თავს ზევით აღმართვა კი არა, და 1/8 ფინალის გადალახვა სანატრელი გაუხდათ. სწორედ 1/8/ ფინალი გახდა „რეალისთვის“ ის დაწყევლილი ხაზი, რომლის იქითაც , აგერ უკვე მე–8 წელია, რაც ვერ მიდის... ვერ წასვლის მიზეზი კი, ხან „ლიონია“, ხან კიდე „ლივერპული“.,.. ასეა თუ ისე, ეს სეზონიც , როგორც ყოველთვის , დიდის მოლოდინით იწყება. იწყება და ვნახოთ, როდემდე გასტანს „თეთრი ოცნება“... ჩაგვიყვანს კი იგი ჩვენ წვიმიან ლონდონში?... ეს ის კითხვებია , რაც ჩვენ გვაწუხებს ,,, მოდით, ამჟამად ამაზე მსჯელობისგან თავი შევიკავოთ და მხოლოდ „მადრიდის რეალისა“ და „ამსტერდამის აიაქსის“ დაპირისპირებას შევეხოთ...


როგორც ზემოთ აღვნიშნე, არც ეს სეზონია გამონაკლისი. ამჟამად, როგორც ადრე, „მადრიდის რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგების ერთ–ერთი ფავორიტია. მაგრამ , ახალგაზრდა და გამოუცდელი ფებხურთელების სიმრავლე, ახალი მწვრთნელი–თავისი ახალი მიდგომით, მაინც უტოვებს მადრიდისტებს ნერვიულობის საფუძველს. „რეალმა“ ბოლო მე–9 ტიტული (ჩემპიონთა ლიგის) 2001/2002 წწ.–ში მოიპოვა, მას შემდეგ , კი ვერა და ვერ ახერხებს გამარჯვებას, ამიტომ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ძალა და ფული დაეხარჯა, მათ იყიდეს: კაკა , რონალდუ, ბენზემა... მაგრამ მარტო ფული საქმეს რო შველოდეს... არ უშველა რა ფულმა საქმეს, ისინი მიდგნენ–მოდგნენ და „გამარჯვებულის“ და „Special One”-ს იარლიყის მქონე ჟოზე მაურინიო გაათეთრეს… აქაოდა , ისეთ კლუბებთან აქვს ჩემპიონთა ლიგა“ მოგებული (თუნდაც „პორტო“ რად ღირს, გარდა „პორტოსი“ პორტუგალიელმა ეს „ინტერთან“ ერთადაც მოახერხა), ჩვენ აუცილებლად გვიშველისო... ჟოზეც თავისთავად დათანხმდა წინადადებას და თავისი უმთავრესი გეგმის (სამი ჩემპიონთა ლიგის ტიტული სხვადასხვა კლუბში) შესრულებას შეუდგა... მან პერესს შარშანდელივით, ვარსკვლავებიი როდი აყიდინა, თუმცა, უკაცრავად , მისთვის რონალდუ სულაც არაა ვარსკვლავი, როგორც თავად განაცხადა, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ:

ეს ფეხბურთელები ვარსკვლავები არ არიან, ისინი ლიგის მე–8 ფინალს ვერ გაცდნენ და რა ვარსკვლავობაზე საუბარი? ვარსკვლავები მე „ინტერში“ დავტოვე.“
მართალიცაა ეს კაცი...


„რეალმა“ ლა ლიგა უღიმღამოდ დაიწყო, ანტირეკორდიც დაამყარა და მიხედავად ამ ყველაფრისა „ბარსელონას“ მაინც უსწრებს სატურნირო ცხრილში ორი ტურის შემდეგ. შეძლებენ კი მაურინიო&”მადრიდის რეალი“ სასურველი მიზნის მიღწევას? იმ შედეგის ჩვენებას, რაც ასეთი ისტორიის მქონე კლუბს ეკადრება?


ამჟამად , თუ ვკითხავთ მადრიდისტებს , რომელი ტიტული იქნებოდა მათთვის მისაღები: ჩემპიონთა ლიგა თუ ლა ლიგა, ალბათ უმრავლესობა ლა ლიგას აირჩევდა... არ გაგიკვირდეთ, ვინაიდან „მადრიდის რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის დაპირისპირება აგერ უკვე რამდენი ხანია, რაც „ბლაუგრანას“ გამარჯვებებით სრულდება და მადრიდისტებს ნამდვილად ურჩევნიათ, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოიშორონ ეს წყევლა და დაამარცხონ მათი მოსისხლე მტერი.


სრულიად განსხვავებულ პასუხს მიიღებდით ჟოზე მაურინიოსგან , მას რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მოგება ურჩევნია, მიზეზი? ამის შემდეგ იგი მართლაც იქნება გამორჩეული სხვა მწვრთნელებისგან და მას უპირობოდ აღიარებენ „Special One”–ად, როგორც თავად უყვარს ხოლმე საკუთარი თავის მოხსენიება. რაც შეეხება კლუბის მესვეურებს, მათ რა თქმა უნდა , სურთ, რომ კლუბმა მიაღწიოს წარმატებას ორივე ჩემპიონატზე. ასე რომ, ვნახოთ ამისგან რა გამოვა.


სიკვდილის ჯგუფი

როგორც ერთხელ აღვნიშნე , „ამსტერდამის აიაქსი“ ევროპის უმთავრეს ტურნირს ხუთი წელია , რაც აკლია. ამ ხნის განმავლობაში , ამსტერდამის და მთლიანად ნიდერლანდების საამაყო კლუბში 8 მწვრთნელი ( როგორც ჩანს, მარტო „მადრიდის რეალი“ როდი გამოირჩევა კადრების ხშირი ცვლით) და ფეხბურთელთა ორი თაობა შეიცვალა. იქნება თუ არა „აიაქსის“ ხელმეორედ აღზევება ტრიუმფალური?


G ჯგუფის სამ მონაწილეს ჯამში მოგებული აქვთ 20 ევროპის ჩემპიონატების თასები. ეს უფრო მეტია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის სხვა მონაწილეების მიღწევები ერთად აღებული. სამი გრანდი, ევროპის სამი მეფე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ამ მართლაც სასიკვდილო ჯგუფიდან გასვლის მიზნით. ამის ფონზე , ყოვლად წარმოუდგენელია, თუ რა ესაქმება ამ ჯგუფში საიდუმლოებით მოცულ ფრანგულ კლუბ „ოსერს“.


მაგრამ ფრანგული კლუბები სურპრიზებით არიან სავსენი. სწორედ „ოსერი“ იყო ის კლუბი, რომელმაც შორეულ 2005 წელს „ამსტერდამის აიაქსი“ უეფას თასის გათამაშებიდან გამოაძევა.

ამაზე „აიაქსში“ არ საუბრობენ , მათთვის 15 წლის წინანდელი ამბების გახსენება უფრო კარგია, ვინაიდან სწორედ მაშინ, „ამსტერდამის აიაქსმა“ სძლია კაპელოს „მადრიდის რეალს“ ფინალში. ალბათ ბევრ თქვენგანს გაახსენდება ჯერ კიდევ ახალგაზრდა პატრიკ კლუივერტის გოლი, რომელიც ფრან რაიკაარდის ფენომენალურ პასს მოყვა.


ასე რომ, „აიაქსს“ ახალგაზრდა, ამბიციური და მოგებისთვის მოწადინებული კლუბი ყავს. მათ მოუწევთ ბევრი რამის დამტკიცება , მათ ტყუილად როდი ადარებენ 95–იანების ოქროს თაობას. ამ პროექტისგან ბევრ მოელიან , ტყუილუბრალოდ კი არ მოუხერხებიათ მათ ყველა ფეხბურთელის შენარჩუნება. მარტინ იოლს პირველი გამოცდის ჩაბარება „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მოუწევს.


„რეალთან“ დაპირისპირება სადებიუტო იქნება მარტინ იოლისთვის ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე, ამავდროულად ეს იქნება უდიდესი გამოცდილება, ვინაიდან მას მოუწევს თამაში ისეთ ტაქტიკოსთან, როგორიცაა ჟოზე მაურინიო.


„აიაქსმა“ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლოს „კიევის დინამო“–ს წინააღმდეგობა დაძლია. მას შესანიშნავი ფეხბურთელები ყავს, რომელთაგან რამოდენიმე 2010 ნწლის სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში , ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად, თამაშობდა.


„აიაქსი“ ერთ–ერთია იმ მცირე კლუბების ჩამონათვალში, რომელსაც შეუძლია დაიკვეხნოს, რომ „რეალთან“ დაპირისპირებებში 65%–იან უპირატესობას ფლობს. წინა ექვსი შეხვედრის მანძილზე ამსტერდამელებმა 4–ჯერ მოიგეს და თითო–თითოჯერ წააგეს. ეს ორი კლუბი უკანსაკნელად 15 წლის წინ შეხვდა, მაშინ ამსტერდამელებმა „მადრიდის რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 0:2 დაამარცხეს, გოლები კი იმ შეხვედრაში პატრიკ კლუივერტმა და ჯარი ლიტმანენმა გაიტანეს.


ტალანტების ფაბრიკა

ღირს კი იმის გახსენება, რომ „აიაქსს“ მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო საფეხბურთო სკოლა აქვს? რა თქმა უნდა, ღირს, ვინაიდან ახალგაზრდებთან მუშაობა (და ამავდროულად სელექციონერების შრომა) აღფრთოვანებას იწვევს. სწორედ ამიტომაცაა, რომ „აიაქსის“ აღზრდილები მთელი ევროპის მასშტაბით თამაშობენ. შემთვევითობა როდია, რომ აკადემიას De Toekomst–ს უწოდებენ, ანუ ქართულად რომ ვთქვათ „მომავალს“.


იოჰან კრუიფი, ფრანკ რაიკაარდი, მარკო ვან ბასტენი, ედვინ ვან დერ საარი, დენის ბერკამპი, ედგარ დავიდსი, პატრიკ კლუივერტი, რონალდ და ფრანკ დებურები, კლაარენს ზედორფი, რაფაელ ვან დერ ვაარტი, უესლი სნეიდერი–ეს ის ფებხურთელები არიან, რომლებმაც „მომავლის“ ხელში გაიარეს, მათ შორის ორი ოქროს ბურთის მფლობელია და მესამე კიდე პოტენციური ოქროს ბურთის მფლობელი–საუბარია უესლი სნეიდერზე.


ეს ჰოლანდიელები, ასევე ბევრი უცხოელია, რომლებიც „აიაქსის“ დახმარებით გახდნენ ცნობილები, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ თავი შევიკავოთ. რომელ საფეხბურთო კლუბს შეუძლია ასეთი რამის დაკვეხნა?

აი ახლაც, ბოლო ხუთი წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი შემადგენლობა მოდის. არის გამოცდილი მეკარე, მარტინ სტეკელენბურგი, რომელმაც თავისი თავი მსოფლიო ჩემპიონატზე წარმოაჩინა. ნომინალური მეორე ნომერი მეკარეც არც თუ ნაკლებია, კენეტ ვერმეერი.


შესანიშნავი მარჯვენა მცველი ვან დერ ვილი, რომელიც რამოდენიმე ევროპული გრანდის თვალთახედვის არეშია მოქცეული. უნივერსალური ბელგიელი მცველი იან ვერტონგენი, რომელიც ასევე ტოპ–კლუბების თვალთახედვაშია მოქცეული. პროგრესირებადი მარცხენა მცველი–ვურნონ ანიტა.

„აიაქსის“ მთავარი ვარსკვლავი კი მათი 23 წლის კაპიტანი ლუის სუარესია. ევროპის ერთ–ერთი ყველაზე შედეგიან ფორვარდი, რომელმაც უკვე მოახერხა „აიაქსის“ ყველა რეკორდის დამხობა. ორი–სამი წლის შემდეგ, ყველა ეს ფეხბურთელი ევროპის გრანდებში ითამაშებენ, ვინაიდან „აიაქსში“ სხვანაირად არ ხდება.


ამ ორი კლუბის დაპირისპირებს კარგა ხნის ისტორია გააჩნია. სულ „მადრიდის რეალი“ და „აიაქსი“ ერთმანეთს ექვსჯერ დაუპირისპირდნენ , აქედან „რეალმა“ ერთხელ მოიგო, ერთხელ ფრედ ითამასა და 4–ჯერ დამარცხა. დიახ, „ბლანკოსებს“ „აიაქსის“თვის საკუთარ მოედანზე არასდროს არ მოუგიათ , ბურთების სხვაობაც უარყოფითია–4:8 .

პირველად ეს ორი კლუბი 1967/1967 წლების ევროპის ჩემპიონების თასის 1/16 ფინალში შეხვდნენ. პირველი შეხვედრა მადრიდში ფრედ დასრულდა, ანგარიშით 1:1, განმეორებით შეხვედრაში „ბლანკოსებმა“ მეტოქე 2:1 დაამარცხეს.


ხუთი წლის შემდეგ „აიაქსმა“ რევანში აიღო და „მადრიდის რეალი“ ფინალთან ერთი ნაბიჯის სიახლოვეს შეაჩერა. 1972/1973 წლების ევროპის ჩემპიონების თასის ნახევარფინალში ჰოლანდიელები უფრო ძლიერები გამოდგნენ, მათ ორივე შეხვედრა მოიგეს 2:1 და 0:1 ანგარიშით. ფინალში „აიაქსმა“ „იუვენტუსი“ დაამარცხა რეპას ერთადერთი გოლის წყალობით და ისტორიაში მეორე ევროპული ტიტული დაისაკუთრა.


ბოლოს ისინი ერთმანეთს 1995/1996 წლების სეზონში შეხვდნენ , „მადრიდის რეალმა“ ორი მატჩის ჯამში 3:0 წააგო, აქედან 2:0 ანგარიშით მარცხი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ განიცადეს „თეთრებმა“.


შესაძლო განლაგებები

„მადრიდის რეალი“ (4-2-1-3): კასილასი, დუდეკი, ადანი–კარვალიო, სერხიო რამოსი, პეპე, არბელოა, მარსელო, მატეოსი–ხედირა, ლასსი, მ.დიარა, გრანერო, ხაბი ალონსო , კანალესი, პედრო ლეონი, დი მარია, რონალდუ, ოზილი–ბენზემა, იგუაინი.


მოსალოდნელია, რომ „მადრიდის რეალმა“ თამაში ზემოთხსენებული სქემით დაიწყოს, კარში რა თქმა უნდა, იკერ კასილასი დადგენა , მოედნის ცენტრში , ვინაიდან დიდი არჩევანი არცაა, კარვალიო და პეპე დადგებიან, ხოლო ფლანგებზე დაცვის ხაზში კი მარსელო და სერხიო რამოსი (ეს უკანასკნელი ბოლოს გავრცელებული ხმებით გამოტოვებს დღევანდელ შეხვედრას–ასეთ შემთხვევაში მას დიდი შანსია , რომ არბელოა ჩაანაცვლებს), ორივე მათგანი უკანა ხაზის ფლანგებიდან კარგად ერთვებიან შეტევებში , მათ სისწრაფეც არ აკლიათ, მაგრამ ერთი მინუსიც აქვთ, შეტევებში ჩართვის შემდეგ , უკან დაბრუნებას „კარგა ხანი“ უნდებიან, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის. მოედნის ცენტრში, ხაბი ალონსო ითამაშებს, დიარასთან ან ხედირასთან ერთად. ოზილი მოსალოდნელია, რომ ითამაშებს გარკვეული დამაკავშირებელის როლს დაცვასა და შეტევას შორის. უნდა აღინიშნოს, რომ ჟოზე მაურინიოს „ოსასუნასთან“ ხაბი ალონსოს თამაში არ მოეწონა და აღნიშნა კიდეც, რომ ეს „სულ სხვა ხაბი ალონსო იყო“.


რაც შეეხებ შეტევის ხაზს, იგი უფრო იგუაინი, რონალდუ და ბენზემას ტრიოთი დაკომპლექტდება. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, იმ ფაქტს, რომ იგუაინს „ოსასუნასთან“ მატჩში მომენტების გაფუჭების მეტი არაფერი გაუკეთებია, მაშინ შეიძლება „რეალს“ გოლის გატანის მხრივ „აიაქსთანაც“ შეექმნას პრობლემები, მითუმეტეს, რომ „აიაქსის“ დაცვა საკმაოდ შთამბეჭდავად თამაშობს.

იგივე ოსასუნასთან თამაშში , შეცვლიდან შესანიშნავად შემოვიდა პედრო ლეონი, მაგრამ რამდენად მიანდობს მას ჟოზე სასტარტო შემადგენლობაში თამაშს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას... ძირითადისთვის იბრძვიან დი მარია და ბენზემაც, მაგრამ ჟოზე ბენზემას უფრო მიანიჭებს უპირატესობას , ამ უკანასკნელის ევროსარბიელზე გამოცდილების გათვალისწინებით...

„აიაქსი“(4-2-3-1) : სტეკელენბურგი, ვეროვენი–ვან დერ ვილი, ალდერვერელდი, ოიერი,ბლინდი, ოლეგერი, ანიტა–ენო, ერიკსენი, სიმ დე იონგი, ემანუელსონი, ლინდგრენი, ტაინიო, დე ზეუვია–სულეიმანი, ელ ხამდაუი, სეგელარი, ჰოსზეფსონი.

ჰოლანდიელები თამაშს ალბათ ზემოთხსენებული სქემით დაიწყებენ, კარში სტეკელენბურგი დადგება, დაცვის ხაზის მარცხენა და მარჯვენა ფლანგებს ვან დერ ვილი და ვერნონ ანიტა გაამაგრებენ , წინა კვირას მოედნის ცენტრში ვერტონგენმა და ალდერვეირელდმა ითამაშეს, შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ამ თამაშშიც იგივე ფეხბურთელები დადგნენ დაცვის ხაზის ცენტრში.

მინდა თქვენი ყურადღება რამოდენიმე ფაქტზე გავამახვილო

• ზუსტად ოთხი თვის წინ , ჟოზე მაურინიომ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ აღმართა საკუთარი მე–2 ჩემპიონთა ლიგის თასი, ამჟამად უკვე „მილანის ინტერის“ ხელმძღვანელის რანგში. ამის შემდეგ , ეს სტადიონი მისთვის მშობლიური გახდა და სწორედ აქეთკენ მოაშურა ჟოზემ მე–3 ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოსაგებას, ამჟამად უკვე „მადრიდის რეალის“ დამრიგებლის ამპლუაში.

• „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელისთვის ეს ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო შეხვედრა იქნება, მას შემდეგ, რაც 25 წლის წინ ფეხბურთელის რანგში თამაშობდა ევროსარბიელზე. მისი კლუბი 2005/2006 წლების შემდეგ პირველად მოხვდა ჩემპიონთა ლიგაზე.

• ესაა ორი ტიტულოვანი კლუბის დაპირისპირება –„მადრიდის რეალს“ საკუთარ აქტივში ცხრა ჩემპიონთა ლიგის თასი აქვს, „აიაქსს“ კიდე ოთხი.

• „რეალი“ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ჰოლანდიულ კლუბებს 1995/1996 წლების სეზონის შემდეგ არ გადაყრია. ნიდერლანდულ კლუბებთან სახლში გამართული შეხვედრებს კი ასეთი სახე აქვს:

მოგება–7

ფრე –1

წაგება–2

• სტუმრების მაჩვენებლები ესპანურ კლუბებთან დაპირისპირებაში კი ასე გამოიყურება:

მოგება–5

ფრე–2

წაგება–5

• 2004-2007 წლების განმავლობაში მაურინიო და იოლი ერთმანეთს 7 ლონდონურ დერბიში დაუპირისპირდნენ, მაშინ ჟოზე „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი იყო, ხოლო იოლი კი „ტოტენჰემის“. აქედან მაურინიომ ხუთჯერ მოიგო და ერთხელ წააგო.

• 2006/2007 წლების უეფას თასის ¼ ფინალში იოლის დამოძღვრილმა „ტოტენჰემმა“ ესპანეთში სტუმრობისას მარცხი განიცადა „სევილიასთან“.

• მესუთ ოზილის „ბრემენის ვერდერმა“ 2008/2009 წლებში უეფას თასის ნახევარფინალში დაამარცხა იოლის „ჰამბურგი“.

• იკერ კასილასი, ხაბი ალონსო და სერხიო რამოსი იყვნენ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში, როცა ესპანეთმა ნიდერლანდები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დაამარცხა. იმ დროს ჰოლანდიელების შემადგენლობაში სტეკელენბურგი და ვან დერ ვილი თამაშობდნენ. სტეკელენბურგი, ვან დერ ვილი და ოიერი დაეხმარნენ ჰოლანდიის ნაკრებს ¼ ფინალში კაკას ბრაზილიის დამარცხებაში.


წყარო: Uefa.com , Real-madrid.ru, Telegraph.co.uk , Goal.com

  • shvela
  • 15 სექტემბერი 2010
  • 1 773
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)