ტებასი:„ფლორენტინო ძალიან ჯიუტი ადამიანია“
ხავიერ ტებასმა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტზე ისაუბრა.
„ჩემსა და ფლორენტინოს შორის მრავაწლიანი ურთიერთობაა. ბევრ საკითხზე ვთანხმდებოდით, ბევრზეც ვერა, მაგრამ ბოლო დროს ჩვენს შორის ვერცერთ ფუნდამენტურ საკითხზე ვერ მოხერხდა შეთანხმება.“
„ფლორენტინო ძალიან ჯიუტი ადამიანია და ფიქრობს, რომ ყოველთვის მართალია, ასე კი ვერ იქნება.“
„მე არ ვიცი, რა პროცესების განვითარებაში უნდა დავუჭიროთ ჩვენ ერთმანეთს მხარი, თუმცა ჩემი ძალა არის ახალი იდეები, წინსვლის სურვილი, არაერთი კლუბის მხარდაჭერა რაც ყველაზე მთავარია, ჯანსაღი კონკურენციიის მხარდაჭერა.“
„ლა ლიგაში ფავორიტი ჯერ არ გამოკვეთილა, „ბარსელონამ“ საოცრად დაიწყო, მაგრამ ფქტია, რომ „რეალიც“ მოწოდების სიმაღლეზე დგას და არ მივიჩნევ, რომ ამ გუნდს კრიზისი აქვს.“
„როდესაც მბაპე მადრიდისტა გახდა, ყველამ „რეალი“ გააფავორიტა და პრესა აჭრელდა სამეფო კლუბის საქებარი სიტყვებით, თუმცა ფაქტია, რომ ფრანგს დრო დასჭირდა. იგივეს ვიტყოდი „ბარსელონაზეც“, ეს სრულიად ახალი გუნდია და დრო სჭირდება შესათამაშებლად, ზედმეტი აჟიოტაჟი კი არცერთ მხარეზე არ მოქმედებს დადებითად.“
- 13 ნოემბერი 2024
- 1 187
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.