1 ნაბიჯი და „რეალის“ პირველი ტრანსფერი იანვარში ცნობილია
ესპანური გამოცემების ცნობით, მას შემდეგ, რაც აიმერიკ ლაპორტი მართლაც მიხვდა, რომ „რეალიდან“ მომდინარე ინტერესი ძალიან რეალურია, თავადაც გააქტიურდა.
ახალი ცნობის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ფლორენტინო პერესი ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 22 მილიონ ევროს გადაიხადის, ლაპორტი მადრიდისტა გახდება.
ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ „ალ ნასრი“ მოლაპარაკებების ჩაშლას არ აპირებს, თუ რამე სხვა გარემოება არ გამოიკვეთება.
მადრიდული გრანდი ლაპორტთან 3 წლიან კონტრაქტზე მუშაობას და ახლა მართლაც ის მომენტია, როდესაც ყველაფერი ესპანური მხარის ხელშია.
თუ „რეალს“ მართლაც სურს აიმერიკის გამადრიდელება, კონკრეტული თანხა უნდა გამოყოს, ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ კი ტრანსფერი დაიხურება.
- 13 ნოემბერი 2024
- 3 748
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.