ჩუამენი მცველად დაბრუნდება
მას შემდეგ, რაც ორელიან ჩუამენი ტრავმას მოირჩენს, ნახევარდაცვაში აღარ ითამაშებს.
ფრანგ ფეხბურთელს საკმაოდ დიდი ხნით მოუწევს ცენტრალური მცველის ამპლუის მორგება.
ანჩელოტი მიიჩნევს, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა არაერთ შეხვედრაში დაამტკიცა დაცვითი უნარების ქონა.
ჩუამენის რუდიგერთან ერთად 10-ზე მეტჯერ უთამაშია დაცვის ცენტრში და ეს პოზიცია მისთვის უცხო არ არის.
„მარკას“ ინფორმაციით, მომდევნო თვეებში ჩამშლელი ნახევარმცველის როლს კამავინგა მოირგებს, ორელიანი კი ახალ პოზიციას შეეჩვევა, რადგან გუნდს სხვა გზა არ აქვს.
თავის მხრივ, ჩუამენის დაცვაში ჩამოწევა, ზრდის როგორც დანი სებალიოსის, ასევე ლუკა მოდრიჩის შანსებს.
- 13 ნოემბერი 2024
- 792
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.