რეალი - აიაქსი (პრევიუ)
დღეს სანტიაგო ბერნაბეუზე ევროპული ფეხბურთის ორი გრანდი დაუპირისპირდება ერთმანეთს. აიაქსი შეეცდება მადრიდის რეალი სანტიაგო ბერნაბეუზე დაამარცხოს, ხოლო ბლანკოსი თავისმხრივ ფავორიტის სტატუსის შენარჩუნებას და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას პირველივე მატჩში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებით შეეცდება.
მადრიდის რეალს ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მწვრთნელი უდგას სათავეში. ამჟამად ჟოზე მოურინიოს მიზანი ჩემპიონობაზე მეტად გუნდის აშენებაა, რომელიც მომავალში ნომერ პირველი იქნება მსოფლიოში, თუმცა მისივე განცხადებას თუ დავეყრდნობით მერვედ ფინალური ეტაპის გადალახვის შემთხვევაში, გუნდის ბრძოლისუნარიანობა და თავდაჯერებულობა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ჩემპიონობასაც შეუწყობს ხელს.
პირველი მატჩისათვის მოურინიოს განაცხადში 21 ფეხბურთელი ჰყავს. დღეს ტრავმის გამო ვერ ითამაშებენ: ალბიოლი, გარაი, გაგო და კაკა.
აიაქსი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, ჰოლანდიელმა მწვრთნელმა მარტინ იოლმა უკვე მოსინჯა თავისი ძალები ინგლისსა და გერმანიაში, ახლა კი სამშობლოში დაბრუნდა და წარმატებით აგრძელებს კარიერას.
იოლი და მოურინიო ერთმანეთს ინგლისში მუშაობისას 7-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. უპირატესობა პორტუგალიელის მხარეს არის. მისმა გუნდმა 5-ჯერ მოიგო და თითო-თითოჯერ ფრედ დაასრულა მატჩი. საინტერესოა მარტინისა და ოზილის დაპირისპირებაც. გერმანელმა ფეხბურთელმა 2009 წელს იოლის ჰამბურგი გერმანიის თასის გათამაშებას ნახევარფინალში გამოთიშა.
- 15 სექტემბერი 2010
- 1 747
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.