„რეალი“ ნანობს, რომ ლუკა მოდრიჩს არ დაუჯერა
მადრიდული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა ნანობს, რომ ლუკა მოდრიჩს არ დაუჯერა.
ხორვატი ფეხბურთელი ფლორენტინო პერესს ურჩევდა, რომ იოშკო გვარდიოლი შეეძინა. მაშინ მადრიდულ მხარეს ხორვატი მცველის ფასი ძვირად მოეჩვენა და შეთანხმება ვერ შედგება.
იოშკომ მალევე შეიცვალა კლუბი და მანჩესტერ „სიტიში“ გადავიდა სათამაშოდ, სადაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ უმაღლესი დონის უკანახაზელია.
გვარდიოლი არც ასაკშია, თუმცა ისე თამაშობს, როგორც ძალიან გამოცდილი მცველი.
სამეფო კლუბს აღარ სურს იგივე შეცდომების გამეორება, სწორედ ამიტომ, იანვრისა და ზაფხულის სატრანსფერო მარკეტზე პერსპექტიულ მცველებზე განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს.
- 12 ნოემბერი 2024
- 7 725
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.