პირესი:„მბაპეს ორმაგი ამოცანა აქვს“
რობერ პირესმა კილიან მბაპე დაიცვა და განაცხადა, რომ კილიანის ამოცანა მხოლოდ „რეალში“ ადაპტაცია არ არის.
„მბაპე მთელი კარიერის განმავლობაში მარცხენა შემტევი იყო, ახლა კი ცენტრალურ ფორვარდად თამაშს სწავლობს და ეს მარტივი არ არის.“
„კილიანს არამხოლოდ გუნდში ადაპტაცია, არამედ ახალი პოზიციის მორგებაც უწევს და რა თქმა უნდა, ორმაგ ამოცანას ასრულებს.“
„მბაპე არ არის ბენზემას სტილის მოთამაშე, ის ტიპიური ცენტრ-ფორვარდი იყო, რომელიც ხშირად გადადიოდა ფლანგზე, კილიანი კი ტიპიური გარემარბია, რომელიც ხშირად იწევდა საჯარიმოში.“
„ფრანგის ოცნება ახდა, ის ბერნაბეუზე თამაშობს, დანარჩენი კი დროის საკითხია. დარწმუნებული ვარ, ანჩელოტი იდეალურ გამოსავალს იპოვოს და მბაპეს მოწოდების სიმაღლემდე აიყვანს.“
- 12 ნოემბერი 2024
- 955
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.