რამოსი ფეხბურთელად არ დაბრუნდება
ესპანური გამოცემების ცნობით, მას შემდეგ, რაც სერხიო რამოსმა ღიად გამოთქვა მადრიდის „რეალში“ დაბრუნების სურვილი, „მერენგების“ ხელმძღვანელობამაც დააფიქსირა პოზიცია.
მადრიდულმა გრანდმა ექს კაპიტანს აცნობა, რომ „რეალის“ კარი ღიაა, თუმცა არა საფეხბურთო კოლექტივში, არამედ გუნდის მენეჯმენტში.
ეს იმას ნიშნავს, რომ „რეალი“ რამოსს როგორც ფეხბურთელს არ დაიბრუნებს, თუმცა გუნდის მმართველ რგოლში დასაქმებას სთავაზობს.
ამ ნაბიჯით, „მერენგებმა“ წერტილი დაუსვეს ყველა სპეკულაციას, რომელიც სერხიოს ირგვლივ ტრიალებდა.
- 12 ნოემბერი 2024
- 3 033
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.