მოდრიჩი „რეალს -„გთხოვთ დავიმატოთ ეს ფეხბურთელი“
ლუკა მოდრიჩმა მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას მიმართა და ხორვატ ფეხბურთელს გაუწია რეკომენდაცია.
ლუკა თანამემამულე მარტინ ბატურინას დიდი გულშემატკივარია, რომელიც ზაგრების დინამოში თამაშობს და საკმაოდ კარგი შედეგებიც აქვს.
ბატურინა სულ რაღაც 21 წლის არის და განსაკუთრებული ინტელექტუალური თამაშით გამოირჩევა.
მარტინი ნახევარმცველია და შემტევებსაც კარგად ეხმარება, მოდრიჩი კი მასში უდიდეს ვარსკვლავს ხედავს.
ლუკიტამ „მერენგების“ ხელმძღვანელობას უთხრა, რომ თუ „ზაგრების“ ლიდერი ახლა 20 მილიონი ღირს, 2-3 წელიწადში მისი ფასი 100 მილიონს გადააჭარბებს.
„ას“-ის ინფორმაციით, ხორვატი ნახევარმცველის შესაძლებლობებით ასევე დაინტერესებულები არიან „მილანი“ და მანჩესტერ „იუნაიტედი“.
- 12 ნოემბერი 2024
- 2 409
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.