„რეალის“ რადარზე ჯონათან ტაც არის
მადრიდის „რეალის“ ჯონათან ტას მიმართ ინტერესს გასულ ზაფხულსაც იჩენდა, მაგრამ მაშინ მთელი ყურადღება ლენი იოროზე ჰქონდა გატანილი და შეთანხმებაც არ შედგა, ახლა კი სხვა მოცემულობაა.
ფლორენტინო პერესის ირგვლივ ძალიან სერიოზული მუშაობს მიმდინარეობს სავარაუდო ტრანსფერებზე. აქამდე არაერთმა გვარდმა გაიჟღერა.
„ბლანკოსის“ რადარზე არიან ლუკება, ლაპორტი და სხვა მცველები, დღეს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ „მერენგები“ ჯონათან ტას კანდიდატურასაც მიუბრუნდნენ.
გერმანელ უკანახაზელს „ლევერკუზენთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, რაც „რეალის“ გეგმებს ამარტივებს. ტა ბუნდესლიგიდან შესაძლოა უფასოდ წავიდეს, სწორედ ამიტომ, იანვარში გონივრული წინადადების ფორმირებისა და ალონსოს გუნდთან მოლაპარაკებების წარმოების შემთხვევაში, ჯონათანის გამადრიდელების შანსი საკმაოდ დიდი იქნება.
მადრიდში მიიჩნევენ, რომ ტასთან 5 წლიანი კონტრაქტის გაფორმება პრობლემა არ უნდა იყოს.
- 11 ნოემბერი 2024
- 381
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.