„ელეგანტური ნახევარმცველი“ იტალიიდან - ანჩელოტის ახალი ინტერესი
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ რადარზე კიდევ ერთი იტალიელი ფეხბურთელი მოექცა.
ეს ადამიანი სამუელე რიკია, რომელსაც ზედმეტსახელიც აქვს და ეძახიან ელეგანტურ ნახევარმცველს იტალიიდან.
„ტორინოს“ ნახევარმცველი 23 წლის არის და ამ სეზონში ძალიან დიდ პროგრესს აჩვენებს.
რიკიზე პრეტენზია ლონდონის „არსენალმაც“ გამოაცხადა, მისით არის ინტერესდებიან „მილანი“, „სიტი“ და მიუნხენის „ბაიერნი“.
ახალგაზრდა იტალიელს შესანიშნავად შეუძლია, როგორც შეტევების ჩაშლა, ასევე წამოწყება და ეფექტური პასების გაკეთება და სწორედ ამით იპყრობს ევროპული გრანდების ყურადღებას.
ფეხბურთელის მიმართ განსაკუთრებული სიმპატიები აქვს კარლო ანჩელოტის, რომელიც პირადად აპირებს ამ ტრანსფერზე მუშაობას.
იტალიელის შესაძლებლობები ამ ეტაპზე 28 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
- 10 ნოემბერი 2024
- 2 618
- 22
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.