„ალ ნასრი“ ლაპორტის სანაცვლოდ 25 მილიონს ითხოვს
„ალ ნასრისთვის“ 25 მილიონი ევრო აბსოლუტურად არანაირ თანხას არ წარმოადგენს, მაგრამ საუდის არაბეთის კლუბი პრინციპულად უყურებს „რეალის“ ქმედებებს და მიიჩნევს, რომ თუ ფლორენტინო პერესს აიმერიკ ლაპორტის დამატება სურს, შესაბამისი თანხაც უნდა გადაიხადოს.
თუ „რეალი“ 25 მილიონს არ გადაიხდის, „ალ ნასრი“ ლაპორტს არ გაუშვებს. იჯარის საკითხი კი საუდის არაბეთში არ განიხილება.
ევროპის ჩემპიონს ამჟამინდელ კლუბთან ხელშეკრულება 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი „ალ ნასრის“ ხელშია.
რაც შეეხება პერესს, მადრიდში ლაპორტზე სერიოზულად მსჯელობენ, მაგრამ იციან, რომ ასაკიდან გამომდინარე, მასზე გრძელვადიან გათვლას ვერ გააკეთებენ.
ლაპორტი 30 წლის არის, შეთანხმების შემთხვევაში კი „ბლანკოსი“ მასთან 3 წლით ითანამშრომლებს.
„მარკას“ ცნობით, ამ მოლაპარაკებებში თავად ფეხბურთელზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, „რეალი“ კი თანხის გამოყოფის შემთხვევაში ტრანსფერს დაასრულებს.
- 10 ნოემბერი 2024
- 702
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.