„რეალს“ მოცდა ზაფხულამდე მოუწევს

ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ ტრენტ ალექსანდერ არნოლდს იანვარში ვერ დაიმატებს.

„ლივერპული“ განაპირა მცველის გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია და არ თვლის, რომ ფეხბურთელის გაშვება თუნდაც 10 მილიონის სანაცვლოდ სწორი ნაბიჯი იქნება.

მადრიდული გრანდი ყველაფერს აკეთებს ინგლისელის ბერნაბეუზე ჩასაყვანად, მაგრამ „ლივერპულს“ დიდი საჭიროება აქვს. ინგლისური კლუბი იბრძვის როგორც პრემიერლიგის მოგებისთვის, ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც შესანიშნავი შედეგები აქვს.

„ლივერპულელთა“ ახალი მწვრთნელი ტრენტს უდიდეს ნდობას უცხადებს, განაპირა მცველი კოლექტივის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, ახლა კი აწყობილი სისტემის მოშლა კარგ შედეგებს ვერ დადებს.

არნოლდმა მერსისაიდელებს ახალ კონტრაქტზე უარი 10 დღის წინაც უთხრა, თუმცა ფაქტია, რომ წითლები მას მაინც არ უშვებენ.

„ლივერპული“ შეგუებულია იმ ფაქტს, რომ სეზონის ბოლოს ტრენტი გუნდს უფასოდ დატოვებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ „რეალს“ მოცდა ზაფხულამდე მოუწევს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)