ვალვერდეს „ლივერპულთან“ პოზიციის შეცვლა მოუწევს
მადრიდის „რეალში“ დაცვის მარჯვენა ფლანგზე სერიოზული პრობლემებია, კარლო ანჩელოტი კი გამოსავალს ეძებს.
„ოსასუნასთან“ დაპირისპირების მეორე ტაიმი ფედერიკო ვალვერდემ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშა და მაღალი ალბათობით „ლივერპულთანაც“ იგივე მოუწევს.
„ენფილდზე“ ვიზიტამდე „რეალი“ „ლეგანესს“ ესტუმრება, სადაც შესაძლოა ახალგაზრდა ხესუს ფორტეას მიეცეს შანსი, მაგრამ ანჩელოტი „ლივერპულის“ წინააღმდეგ 17 წლის ფეხბურთელზე გათვლას ვერ გააკეთებს, სწორედ ამიტომ, მარჯვენა მცველად შესაძლოა კვლავ ვალვერდე მოგვევლინოს.
ახლა გუნდში სერიოზული კრიზისია, რასაც ფედე კარგად ხვდება, შესაბამისად, მას პოზიციის დროებით შეცვლის პრობლემა არ აქვს.
რაც შეეხება ნახევარდაცვას. ფედეს დაცვაში გადასვლა, სასტარტო შემადგენლობაში გზას გაუხსნის ლუკა მოდრიჩს, რომელიც ედუ კამავინგასთან და ბელინგემთან ერთად შეკრავს ტრიოს, როდრიგოს არყოფნაში კი შეტევას ბრაჰიმ დიასი, ენდრიკ ფელიპე და არდა გიულერი მონაცვლეობით გააძლიერებენ.
- 10 ნოემბერი 2024
- 1 042
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.