ლუკება პირველი არჩევანია
კასტელო ლუკება მადრიდის „რეალის“ პირველი არჩევანია. ფლორენტინო პერესი, ხუნი კალაფატი და ხოსე ანხელ სანჩესი შეჯერდნენ, რომ კლუბისთვის ახალგაზრდა მცველის დამატება იდეალური გამოსავალი იქნება.
„ლაიფციგის“ ფეხბურთელთან დაკავშირებით, მადრიდის „რეალი“ მოლაპარაკებებს აღრმავებს და იურგენ კლოპთან აუდიენციით ეცდება შეთანხმების რაც შეიძლება დროულად მიღწევას.
მადრიდელებს სურთ, რომ 2025 წლის დადგომისთანავე ლუკებამ ბერნაბეუზე გადაინაცვლოს და 6 წლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი.
„რეალს“ სხვა გზა არ აქვს, გუნდს ძალიან სჭირდება ცენტრალური მცველი, ვინაიდან ამ ეტაპზე მთავარ გუნდში მხოლოდ რუდიგერი ჰყავს ხელმისაწვდომი.
„მარკა“ ასევე წერს ხესუს ვალიეხოზე, თუმცა ესპანელ უკანახაზელს სამეფო კლუბის სამწვრთნელო შტაბის მხრიდან ნულოვანი ნდობა აქვს.
- 10 ნოემბერი 2024
- 578
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.