Marca - ტრენტის ტრანსფერზე მუშაობა სერიოზულად მიმდინარეობს
„მარკას“ ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ ტრენტ ალექსანდრ არნოლდის ტრანსფერზე უკვე ძალიან სერიოზულად მუშაობს. თუ კლუბი ინგლისელის დამატებას უფასოდ, მომდევნო წლის ზაფხულში აპირებდა, ახლა სიტუაცია შეცვლილია.
„ბლანკოსი“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არნოლდი იანვარშივე გახადოს მადრიდელი, ვინაიდან გუნდს მარჯვენა ფლანგის გაძლიერება ძალიან სჭირდება.
ამ ეტაპზე ანჩელოტის არჩევანი მხოლოდ ახალგაზრდა ხესუს ფორტეაა, რადგან ლუკას ვასკესიც ტრავმირებული გახლდათ.
ერთ-ერთ ვარიანტად მარჯვენა ფლანგზე ედერ მილიტაოსაც განიხილავენ, მაგრამ ამ უკანასკნელმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და ოპერაციას საჭიროებს.
„რეალს“ მარჯვენა მცველი საერთოდ აღარ ჰყავს, ვასკესის დაბრუნების შემდეგ კი მთელი სეზონის მის იმედზე ყოფნაც არ იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, სწორედ ამიტომ, გუნდი აქტიურ მოქმედებებზე გადადის.
„მარკას“ ცნობით, რეალმა“ „ლივერპულს“ ტრენტის სანაცვლოდ შესაძლოა 15 მილიონიც შესთავაზოს, რათა ფეხბურთელს ზაფხულამდე არ დაელოდოს და დაცვის ფლანგი იანვრიდან გააძლიეროს.
თავად ფეხბურთელი „ენფილდზე“ დარჩენას არ აპირებს და მერსისაიდელებთან ახალ კონტრაქტს ხელს არ აწერს, რაც ტრანსფერის შანსებს ნამდვილად ზრდის.
- 10 ნოემბერი 2024
- 570
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.