დადასტურებულია - იურგენ კლოპი მადრიდში ჩადის!
ესპანური და გერმანული გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესის წარმომადგენლობამ იურგენ კლოპს დაურეკა და ესპანეთის დედაქალაქში მიიწვია.
უახლოეს დღეებში „ლივერპულის“ ყოფილი თავკაცი ესპანეთს ეწვევა და ფლორენტინო პერესთან საქმიან ვახშამს გამართავს.
მოგეხსენებათ, იურგენს ახალი ამპლუა აქვს, ის Red Bull-ში დასაქმდა და ამ კორპორაციის ქვეშ არსებული კლუბების განვითარებაზე იზრუნებს.
„ლაიფციგის“ ახალგაზრდა მცველი ლუკება მადრიდული გრანდის რადარზეა, სწორედ ამიტომ, ფლორენტინოს პირდაპირ კლოპთან სურს მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმების მიღწევა.
ლუკებას ფასი 60 მილიონი ევროა, „რეალში“ კი აღნიშნული თანხა ზედმეტად მიაჩნიათ, სწორედ ამიტომ, კლოპის დაყოლიება 40 მილიონზე სურთ, 60 მილიონამდე თანხის გაზრდა კი მომდევნო 4 წლის განმავლობაში ბონუსებით იქნება შესაძლებელი.
მადრიდში თვლიან, რომ ლუკებას დამატება გონივრული ნაბიჯი იქნება და არა მომდევნო 6 თვის პრობლემების მოგვარებაზე გათვლილი ტრანსფერი, სწორედ ამიტომ, ხელმძღვანელობა სერიოზულად მუშაობს.
ანგოლური ფესვების მქონე ფრანგმა მცველმა „ლაიფციგთან“ ახალ კონტრაქტს ხელი 2023 წელს მოაწერა, რომელიც მის გერმანიაში დარჩენას 2029 წლის 30 ივნისამდე ითვალისწინებს, თუმცა შეთანხმება სავსებით შესაძლებელია, თუ კლოპთან მოლაპარაკებები შედგება.
- 10 ნოემბერი 2024
- 4 348
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.