2 ახალი მცველი „რეალში“ - პერესი მოქმედებაზე გადავიდა!
ედერ მილიტაოს ტრავმა ბოლო წერტილი იყო. „რეალში“ ძალიან სერიოზული კრიზისი შეიქმნა, ფლორენტინო პერესი კი მოქმედებაზე გადავიდა.
უკვე ცნობილია, რომ სამეფო კლუბი სერხიო რამოსის დაბრუნებას სერიოზულად განიხილავს, თანაც ესპანელს ახლავე შეუძლია კლუბთან ხელის მოწერა.
რაც შეეხება იანვრის სატრანსფერო მარკეტს. მადრიდული გრანდი კვლავ დაუბრუნდება ესპანეთის ნაკრების წევრის, აიმერიკ ლაპორტის ტრანსფერს, რომელზეც პრეტენზიას აგვისტოს თვეშიც აცხადებდა.
არსებული ინფორმაციით, ლაპორტს მადრიდული გრანდი თანამშრომლობას სეზონის ბოლომდე შესთავაზებს, თუმცა შეთანხმებაში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, დამატებითი ერთწლიანი თანამშრომლობის პერსპექტივაც გაჩნდება.
გუშინ ფლორენტინო პერესი ხუნი კალაფატს და ხოსე ანხელ სანჩესს შეხვდა, რათა სწრაფი გადაწყვეტილებები მიიღოს და გუნდი სრულ კრიზისში არ ჩააგდოს.
ასევე განიხილება კასტელო ლუკებას კანდიდატურაც და გეგმაშია კიდევ რამდენიმე მცველზე დაკვირვება, მიზანი კი ის არის, რომ გუნდი ძალიან მალე გაძლიერდეს ორი ძლიერი მცველით.- 10 ნოემბერი 2024
- 2 410
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.