საქმე სერიოზულადაა - სერხიო რამოსი „რეალში“ მილიტაოს შეცვლის?!

ესპანეთში სერხიო რამოსის საკითხი ძალიან აქტუალური გახდა. მას შემდეგ, რაც ედერ მილიტაომ ყვარედინი მყესები კიდევ ერთხელ გადაიწყვიტა, გუნდში სეროზული პრობლემებია შექმნილი.

მილიმ უკვე მეორედ მიიღო ეს ტრავმა, რაც ძალიან ცუდი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა. არავინ იცის, როდის, ან რა კონდიციით დაბრუნება ბრაზილიელი მოთამაშე, ვინაიდან ასეთ ტრავმებს ახასიათებთ საშინელი გავლენა კუნთებსა და მუხლებზე.

მადრიდში სერიოზულად ფიქრობენ დაცვის სერიოზულ გადახალისებაზე, რაც 2025 წლის ზაფხულში მოხდება, მაგრამ იქამდე მკვეთრი ნაბიჯებია გადასადგმელი.

მადრიდული გამოცემების ცნობით, გუშინ საღამოს ფლორენტინო პერესმა, გუნდის გენერალურ დირექტორთან და ხუნი კალაფატთან საგანგებო შეხვედრა გამართა, ერთ-ერთი საკითხი კი სერხიო რამოსის დაბრუნება იყო.

რამოსი კვლავ თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და ხვალვე შეუძლია „ბლანკოსთან“ კონტრაქტის გაფორმება.

მადრიდული პუბლიკა ლეგენდასთან თანამშრომლობას გამალებით მოითხოვს. არსებული ცნობით, ამ საკითხთან დაკაშირებით საქმე სერიოზულ განხილვებს არის დაქვემდებარებული და კაპიტანი შესაძლოა მართლაც დაბრუნდეს და სეზონის ბოლომდე ბერნაბეუზე ითამაშოს.


1

10 ნოემბერი 2024 15:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 27

სალიბას კონტრაქტი როდემდე აქვს? ზამთარში გამორიცხულია მაგრამ ზაფზულში თუ გაიწევენ მასზე კარგიიქნება.

დღეის შეფასებით მილიტაოზე უკეთესიცაა და უკვე რუდიგერზე არაბეთი გაჟღერდა და დიდხანს არამგონია დარჩეს ეგეც 33 წლისაა, სალიბა კი მომავლის პერსპექტივით საუკეთესო ვარიანტია 23 წლისაა.


ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)