ლუკას ვასკესი დეკემბრის დასაწყისში დაბრუნდება
„ოსასუნასთან“ დაპირისპირებაში ტრავმა ლუკას ვასკესმაც მიიღო, რომელმაც პირველი ტაიმი ჩაამთავრა, შემდეგ კი შესაცვლელი გახდა.
ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ესპანელ ფეხბურთელს აღდგენითი პროცესისთვის 3 კვირა დასჭირდება.
დღევანდელი მონაცემებით, ვასკესი მოედანზე დაბრუნებას დეკემბრის დასაწყისში შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო დაპირისპირებებს „ლეგანესთან“ და „ლივერპულთან“ გამოტოვებს, ხოლო პირველი დეკემბრის შეხვედრა, რომელიც „ხეტაფესთან“ გაიმართება, შესაძლოა მისი დაბრუნების თარიღად იქცეს.
თუ ვასკესი „ხეტაფესთანაც“ ვერ ითამაშებს, „ბილბაოსთან“ 4 დეკემბრის შეხვედრაში 100%-ით მზად იქნება.
- 10 ნოემბერი 2024
- 266
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.