ვინისიუსი:„ამ საკითხზე არცერთ განცხადებას აღარ გავაკეთებ“
ვინისიუს ჟუნიორმა „ოსასუნას“ დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ჩემთვის ჰეთ-თრიკის შესრულება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მილიტაოს ტრავმამ ყველაფერი გადაფარა. მსურს, ბრაზილიელს თანადგომა გამოვუცხადო და დავარწმუნო, რომ ყველაფერი კარგად იქნება.“
„ჰეთ-თრიკი, თანაც ბერნაბეუზე ძალიან სასიამოვნოა. ეს უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს და ძლიერს მხდის. მჯერა, მაგიური საღამოები ჯერ კიდევ წინ არის.“
„ოქროს ბურთი? ამ საკითხზე არცერთ განცხადებას აღარ გავაკეთებ.“
„ამ სეზონში არაერთმა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა, ეს ძალიან დიდი დარტყმაა ჩვენი გუნდისთვის.“
„ვფიქრობ, დაზიანების შემდეგ ფორმაში ჩასადგომად დრო დამჭირდა, მაგრამ ახლა კარგ ფორმაში ვარ და მომდევნო მატჩებშიც დავამტკიცებ, რომ გუნდისთვის ბევრის გაკეთება შემიძლია.“
„ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ახლა ყურადღება უნდა გადავიტანოთ ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც ქულები მოგროვება გვმართებს.“
„ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ანჩელოტიმ სწორედ ეს დავალებები მოგვცა და შედეგიც სახეზეა.“
„მთავარი ყოველთვის კოლექტიური ვალდებულებაა, აქ ინდივიდუალურად ვერაფერს იზამ.“
„გარე ტერფით გადაცემების გაკეთება ლუკა მოდრიჩმა მასწავლა, ამაზე ხშირად ვმუშაობთ და ვცდილობ, კიდევ უფრო ეფექტურად განვახორციელო მსგავსი სახის გადაცემები.“
- 10 ნოემბერი 2024
- 684
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.