როდრიგო 4-6 კვირას იუქმებს
როდრიგო გოეში ტრავმირებულია. ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედანს სულ ახლახანს დაუბრუნდა, თუმცა ისევ დაზიანება მიიღო.
არსებული ინფორმაციით, „ბლანკოსის“ შემტევს აღდგენითი პროცესისთვის 4-იდან 6 კვირამდე დასჭირდება და ყველაფერი მის ორგანიზმზე იქნება დამოკიდებული.
სპეციალური პროგრამით ვარჯიშს როდრიგო ხვალიდან დაიწყებს.
საუკეთესო შემთხვევაში, ბრაზილიელი მოთამაშე მოედანზე „რაიო ვალეკანოსთან“, ლა ლიგის მე-17 ტურის დაპირისპირებაში უნდა დაბრუნდეს.
- 9 ნოემბერი 2024
- 1 237
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.