ანჩელოტი:„სწრაფი და კომპაქტური ფეხბურთი ვითამაშეთ“
კარლო ანჩელოტიმ „ოსასუნასთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„მიუხედავად იმისა, რომ შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ, შეშფოთების საფუძველი მაქვს ტრავმებთან დაკავშირებით. პირველ ტაიმში სამი ფეხბურთელის შეცვლა მომიწია, ჯერ კიდევ არ ვიცი, ვინ რა მდგომარეობაშია.“
„ვინისიუს ჟუნიორი ყოველთვის ქმნის განსხვავებებს. არ აქვს მნიშვნელობა აქვს თუ არა ბრაზილიელს ოქროს ბურთი, ის ყველასგან გამორჩეულია.“
„რაულ ასენსიომ ედერ მილიტაო ღირსეულად შეცვალა. ის ძალიან მაღალ დონეზე იყო და არცერთი შეცდომა არ დაუშვია, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ის კასტილიაშიც ამტკიცებს საკუთარ კლასს.“
„ხესუს ფორტეა? ის ბოლომდე მზად არ იყო, სწორედ ამიტომ განაცხადში არ შევიყვანე. არ ვიცი, რა მდგომარეობაშია ვასკესი, შესაძლოა ამ ფლანგზე მართლაც დაგვჭირდეს ფორტეა.“
„ჯაკობო ტრავმირებულია, სხვა შემთხვევაში შანსს ისიც მიიღებდა. ახლა ჩვენ რაულ ასენსიოზე დიდი გათვლა უნდა გავაკეთოთ, ის გუნდთან ერთად ივარჯიშებს.“
„ვიაქტიურებთ თუ არა იანვრის სატრანფერო მარკეტზე, მომდევნო კვირები განსაზღრავს.“
„შემჭიდროებული კალენდარის გამო, ფეხბურთელები შესაბამისად ვერ ისვენებენ, ტრავმებს კი პირველ რიგში ეს იწვევს. სხვას ვერაფერს ვიტყვი, ამ შემთხვევაში დღევანდელ საღამოს ფატალური უიღბლობა გვქონდა.“
„ბერნაბეუზე გუნდმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა. ასევე შესანიშნავები ვიყავით, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. გუნდს ბევრს მოძრაობდა და შედეგიც სახეზეა.“
„მილიტაო უმძიმეს ტკივილს განიცდიდა, მას უკვე უტარდება შესაბამისი პროცედურები. ვნახოთ, რა შედეგებს მოგვცემს ტესტირება.“
„იძულებული ვარ არაორდინალური გადაწყვეტილებები მივიღო. ახლა ის დროა, რომ „რეალის“ ფეხბურთელებმა სხვა პოზიციებზეც უნდა მოსინჯონ ძალები, ვინაიდან მომდევნო შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია.“
„მბაპეს მშრალი სერია? მან ბევრი იშრომა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. დღეს ვინის და ჯუდის დღე იყო, ხვალ მისი იქნება.“
- 9 ნოემბერი 2024
- 2 578
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.