ანჩელოტი:„ეს იყო ჩემი კატასტროფული შეცდომა რეალში“

კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტების ძალიან საინტერესო შეკითხვებს უპასუხა.

„მთელი ცხოვრება ფეხბურთს მივუძღვენი და ვიცი, რომ ადრე თუ გვიან დადგება დრო, როდესაც სამწვრთნელო კარიერასაც დაესმება წერტილი.“

„როდესაც სრულიად თავისუფალი ადამიანი გავხდები, ბევრს ვიმოგზაურებ მალდივებზე, ავსტრალიაში, ასევე სხვა ქვეყნები.“

„რა თქმა უნდა, მსურს, რომ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ფარგლებშიც აღვმართო ეს საოცარი თასი.“

„ვარ თუ არა ბოლო 30 წლის საუკეთესო მწვრთნელი? თუ ამას ვინმე ამბობს, უკვე დიდი პატივია, თუმცა ასე არ არის. გავიხსენოთ ლობანოვსკი, გავიხსენოთ ფერგიუსონი, რომელიც ნამდვილი ლეგენდაა. საოცარი სპეციალისტია ხოსეპ გვარდიოლა, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ.“

„„რეალთან“ ერთად მოგებული „ლა დესიმა“ საოცრება იყო. ზოგადად მაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღი, ეს გახლდათ 2003 წლის „მილანი“, 2014 წლის საოცარი ფინალი და ასევე 2022 წელს, არნახული ბრძოლების შედეგად მიღწეული გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე.“

„ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც „რეალში“ დავუშვი? ეს იყო 2014 წელს, როდესაც კლუბმა კონტრაქტის გახანგრძლივება შემომთავაზა, მე კი ხელფასის გაზრდა მოვითხოვე, რაზეც ვერ შევთანხმდით, საბოლოო ჯამში კი ხელმძღვანელობის პოზიციაც შეიცვალა და გუნდი დავტოვე. ამას ახლაც ვნანობ და მივიჩნევ, რომ გაუაზრებელი ქმედება იყო.“

„ვფიქრობ, ახალი თაობის პრობლემა ტელეფონებსა და გაჯეტებზე დამოკიდებულებაა. ეს ფეხბურთზეც აისახება. ბევრჯერ შევსულვარ გასახდელში და ყველას ტელეფონი ეჭირა ხელში, არ ვფიქრობ, რომ ეს კონცენტრაციისთვის კარგია.“

„მბაპე? ის ძალიან დიდი პროფესიონალია, რომელიც ადაპტაციას კარგად გადის. მერწმუნეთ, მალე ძალიან ბევრ გოლს გაიტანს.“


1

9 ნოემბერი 2024 14:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 414

ახლანდელ შეცდომებზე და პრობლემებზე რას იტყვი კარლო? მოქოქე გუნდი, თორემ მომავალ წელს გაგიშვებენ და მერე გინდ მალდივებზე დაისვენე და თუ გინდა ხარაგაულში წაგიყვან ჩემთან))


2

9 ნოემბერი 2024 19:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 456

ლობანოვსკიზე ვეთანხმები. ნუ როგრც. სხვაზე ლობანოვსკის საბჭოთა. დროს შეძლო. ევროპის ახლანდელი ჩემპიონთა ლიგის მოგება ცუდია რომ ახალ დროს ვერ შეძლო მაგარი კიევის დინამო ყავდა

-----------------------
მე. წავედი

3

10 ნოემბერი 2024 05:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 46

ფულის ღორი ხარ კარლო თუარა.შენ უკვე წესით მალდივებზე თუარა სურამში მაინც უნდა იყო.


4

10 ნოემბერი 2024 17:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 288

ეხ კარლიტო......მაინც შენი წასვლის სუნი დგას კლუბიდან.???

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

TOP.GE

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (36)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)