ანჩელოტი:,,ჩვენი მთავარი პრობლემა დაცვაა"
კარლო ანჩელოტიმ „ოსასუნასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„„საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ბედნიერი ვარ სამეფო კლუბში ყოფნით. მჯერა, რომ გამოსავლის პოვნა სრულიად შესაძლებელია. გუნდს სჭირდება სისწრაფე, კომფაქტურობა, მეტი ეფექტი და მომენტების გამოყენება. ამისთვის ერთიანი ბრძოლა და შრომაა საჭირო.“
„როგორც არდა გიულერი, ასევე ენდრიკ ფელიპე შანსს მიიღებს, ისინი ჩემი გუნდის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.“
„ვალვერდე თავს კარგად გრძნობს. საბედნიეროდ, მისი დაზიანება არ აღმოჩნდა სერიოზული. ურუგვაელი მოედანზე გავა და ითამაშებს.“
„„რეალი“ პრობლემა არა შეტევა, არამედ დაცვაა. სწორედ ამიტომ, უკანა ხაზზე უნდა ვიფიქროთ.“
„ვინისიუს ჟუნიორის პოზიცია არ შეიცვლება, ის იდეალურად უტევს მარცხენა ფლანგიდან.“
„მბაპე? ის რთულ მომენტს გადის, მაგრამ პრობლემებს გადალახავს და გუნდის უდავო ლიდერის სტატუსს მოირგებს. საუკეთესო ფორმაში არამხოლოდ მბაპე, არამედ სხვა ფეხბურთელებიც არ არიან.“
„ფეხბურთელებს ბევრი ვესაუბრე და იმედი მაქვს, ისინი პამპლონელთა წინააღმდეგ ამ ნასაუბრებს მოედანზე გადაიტანენ. მჯერა ჩემი შეგირდების და სიტუაციის გამოსწორების იმედი მაქვს.“
„ზამთრის ტრანსფერებზე სასაუბროდ ახლა შესაბამის დროს ნამდვილად ვერ ვხედავ.“
„ჩემი მომავალი? თუ პოსტს დამატოვებინებენ, მე საწინააღმდეგო არაფერი მექნება, თუმცა მივიჩნევ, რომ ხელმძღვანელობა მენდობა და ჩემი სჯერა, ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს ნებისმიერი მწვრთნელისთვის.“
„„რეალს“ ჯერ კიდევ აქვს შანსი იმისა, რომ ყველა ტიტულისთვის ბოლომდე იბრძოლოს.“
„ჩუამენი დიდი დანაკლისია, ის ხშირად ავსებს სივრცეებს, რომელიც ნახევარდაცვაში ჩნდება. „ოსასუნას“ წინააღმდეგ გარკვეული ცვლილებების განხორციელება მოგვიწევს.“
- 8 ნოემბერი 2024
- 6 297
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.